ტესტი

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

86
(განახლებულია 14:39 04.08.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1182 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 962 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 17 ადამიანი.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1182 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 962, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 17 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7007, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 280 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

86
თემები:
COVID-19 საქართველოში (1758)
ნინი ბადურაშვილი

„არ ღირდა არც ის ბოდიში...“ - ცნობილები ნინი ბადურაშვილის გარშემო გაერთიანდნენ

17
(განახლებულია 15:38 21.09.2020)
ცნობილი ადამიანები მომღერალ ნინი ბადურაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ, რომელმაც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარის გამო დააბულინგა, თუმცა შემდეგ ბოდიში მოუხადა

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. მეორე დღეა მომღერალი ნინი ბადურაშვილი თავისი დაუფიქრებელი კომენტარის გამო საჯარო ბულინგის მსხვერპლია.

ნინი გადაცემა „კაცების შოუს” სტუმარი იყო. „ფეისბუქზე“ კომენტარებში ერთი გოგონას მიწერილ კომენტარს – „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ ასე უპასუხა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!” და თან გოგონას ფოტო დაუდო. ნინიმ მოგვიანებით მას ბოდიში მოუხადა.

მომღერლის გარშემო ატეხილ სკანდალს, მეგობარი და კოლეგა, ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ქრისტინე ვერ ხვდება, რატომაა ჩვეულებრივი მოქალაქის „ბულინგი” – ბულინგი და თუ ეკრანზე ჩანხარ, ვალდებული ხარ გაუძლო ყველაფერს.

„კლიპი ან გადაცემა არ მაქვს დადებული, რომ წამებში ან ვირი ვარ, ან ცხენი, ჩოჩორი, ძროხა და რა შეფასება აღარ წამიკითხავს ჩემ თავზე. იმ დანარჩენ მთავარ სიტყვებს არ დავწერ (მაინც ბავშვებიც არიან სოც ქსელში) მაგ დროს სად ხართ ხოლმე ეგ დამცველები? ეს „ბულლინგი”-ს კანონები „ცნობადებზე” არ ვრცელდება?“, - წერს მომღერალი.

ქრისტინეს სტატუსს ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, ბულინგის მსხვერპლები ხშირად არიან. „ჩემი ლანძღვა გრძელდება წლები.ნუ მახინჯი და დებილი რომ ვარ გავიგეთ,და ეს ყველაფერი ანგელოზური სიმშვიდით რომ უნდა ავიტანო ეგეც გავიგე,მაგრამ საკმარისია ხნა ამოიღო და „რა ცუდი ადამიანი ხარ“, - წერს მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი.

„სამწუხაროდ სრული სიმართლეა და იცი შენ ამის პასუხი ეს არის ხელმოცარულთა კლუბი, რომელსაც საქმე არ აქვთ და მუშაობენ ამ მიმართულებით,ამ სპეციალობით. შენ ხარ ლამაზი,ნიჭიერი მუსიკოსი და მაგარი გოგო ალბათ ეს დააშავა ღმერთმა, რომ ამ ყველაფრით შეგამკო“, - წერს მომღერალი ზურა ხაჩიძე.

„აი ამის დაწერა მინდოდა გუშინდელიდან შენ გაიხარე“, - წერს ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე.

„არ ღირდა არც ის ბოდიში. უარესი მოიტანა. ახლა ტრაბახობენ ჩვენ მოვახდევინეთ ზეწოლითო. ერთი კონკრეტული კლასტერი პოსტავს აშკარად ნეგატიურს და ბევრად უარესებს თან, რაზეც ვითომ სხვას ედავებიან“ , - წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე.

 

17
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ცესკოს შენობა

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცესკომ წესები დაადგინა

27
(განახლებულია 16:20 21.09.2020)
ცესკოს დადგენილებით რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენებისა და სხვა წესები.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ (ცენტრალური საარჩევნო კომისია) საპარლამენტო არჩევნების დღისთვის, მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩევლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების სანიტარიულ–ჰიგიენურ წესებს კენჭისყრის პერიოდში.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

თერმოსკრინინგის გავლა კენჭისყრის შენობაში შესვლამდე სავალდებულოა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის. თუ პირს დაუფიქსირდება 37°С, ან უფრო მეტი ტემპერატურა, ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. თუ მაღალი ტემპერატურის გამო კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები შენობაში შესვლამდე ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ>>

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ზედაპირებს, რომლებზეც ხშირად ხდება შეხება, სათანადო წესით ჩაუტარდეს დეზინფექცია (სამ საათში ერთხელ ან დაბინძურების მიხედვით), ხოლო საარჩევნო უბნები შეძლებისდაგვარად განიავდეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე მოეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. 

რაც შეეხება ამომრჩეველს, მათთვის შემდეგი წესები იმოქმედებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე კონკურსანტებს COVID-19 დაუდასტურდა>>

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმისტრით, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი.

სანიტარიულ–ჰიგიენურ წესები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის შეიმუშავა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაცია იზრუნებს, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ. ამისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიაა დაგეგმილი.

„ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

27
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020