ქეთა თოფურია

„კვლავ ორსულად ვარ“ ქეთა თოფურია დუმილს არღვევს

6609
(განახლებულია 18:23 04.08.2020)
ქეთა თოფურია მეორე ფეხმძიმობაზე საჯაროდ საუბრობს. ნახეთ რას ამხელს პოპულარული მომღერალი უახლეს ინტერვიუში.

ქეთა თოფურია ბელორუს ბიზნესმენზეა შეყვარებული. მათ პირად ცხოვრებას მასმედია აქტიურად განიხილავს. ბოლო პერიოდის მანძილზე და მანამ, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები ხმაურის გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერენ. ქეთა თოფურიამაც ორსულობასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა.

View this post on Instagram

🥳❤️

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა.

View this post on Instagram

Pure nature🌾

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. „მისი დაბადების დღე იყო. რადგან ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

„თავისუფალი კაბების ჩაცმა დავიწყე, რამდენჯერმე ისე დაემთხვა, რომ მოტკეცილი სამოსი არ მეცვა. ამის მერე ამბავი ატყდა. ამ განხილვების მერე თითქმის ერთი წელი გავიდა და კვლავ ორსულად ვარ“, – იხუმრა ქეთამ. მომღერალი ფეხმძიმედ არ არის, თუმცა მეორე შვილი ძალიან უნდა. „თუ ღმერთი მოგვცემს, რატომაც არა?! დიდი სიამოვნებით გავაჩენ მეორეს, ძალიან მიყვარს ბავშვები და, როგორც ამბობენ, არც წინააღმდეგი არ ვარ!“ – ამ და სხვა თემების შესახებ ქეთამ ტელეკომპანია „იმედთან“ ისაუბრა.

View this post on Instagram

@olivia_geykhman my love💞

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

როგორც ჩანს, სახლში თვითიზოლირებულმა მომღერალმა ახალი გატაცებები მონახა. აღნიშნა, რომ შვილთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს. გადატვირთული და ურთულესი გრაფიკის გამო მისი ქალიშვილი ოლივია ბებოსთან ერთად იზრდებოდა. ახლა ქეთას დედა ისვენებს, ნაყოფიერი გასტროლები კი ოჯახურმა ვითარებამ ჩაანაცვლა, რასაც მომღერალი საკუთარ სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

6609
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2121)
ლევან გოგიჩაიშვილი

ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსისგან განიკურნა

15
(განახლებულია 11:53 28.09.2020)
ლევან გოგიჩაიშვილმაც და მისმა მეუღლე ვიკა ბუკიამაც მკურნალობის კურსის შემდეგ ჩაიტარეს ტესტი და პასუხი უარყოფითია

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ტელეარხ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია კორონავირუსისგან განიკურნენ. ამის შესახებ ბუკიამ თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

„უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითია ორივე! მორჩა კორონა:) დავამარცხეთ!“ – წერს ბუკია.

უფრო ადრე გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ დაავადება მასაც და მის მეუღლესაც მსუბუქ ფორმაში აქვთ. უფრო მეტიც, როდესაც დეპუტატის მეუღლეს აღმოაჩნდა ვირუსი, მას სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდა.

გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდგინდა. ამის შემდეგ პარტიას „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, რომლის პოლიტიკური მდივანიც ის არის, წინასაარჩევნო კამპანიაში პაუზის აღება მოუწია.

დეპუტატების შემდეგ აპარატის თანამშრომელი: პარლამენტში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა>>

ამასთან, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყველა პირი, რომელთანაც გოგიჩაიშვილს ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბერის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და ყველას ჩაუტარეს ტესტი კორონავირუსზე.

კორონავირუსზე მკურნალობას განაგრძობს პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

15
თემები:
COVID-19 საქართველოში
ილია მეორე

საქართველოს პარტიარქი უკრაინაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

23
(განახლებულია 11:38 28.09.2020)
„ვილოცებთ მათი უკვდავი სულებისთვის“ – წერს პატრიარქი უკრაინის პრეზიდენტისა და კიევის მეტროპოლიტისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილებში

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ  ხარკოვის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი გაუგზავნა

26 სექტემბრის საღამოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 ხარკოვის ოლქში ქალაქ ჩუგუევთან ახლოს იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი - ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორმა კურსანტმა თვითმფრინავიდან გადმოსვლა მოახერხა, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ჩვენ ვლოცულობთ მათი უკვდავი სულებისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ უკრაინელ ხალხს. დაშავებულთ კი ვუსურვებთ, ღვთის წყალობით, მალე გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია ილია მეორის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებით, მსგავსი წერილი გაეგზავნა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, მის უნეტარესობა ონოფრეს.

23
თემები:
საქართველოს საპატრიარქო
ხაჭო

ხაჭო მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს: რეკომენდაციები ცნობილი პროფესორისგან

0
(განახლებულია 11:58 28.09.2020)
პროფესორი განმარტავს, რა სარგებლობა მოაქვს ხაჭოს და რატომაა მავნებელი ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტები

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ხაჭო დადებითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანმრთელობაზე, ებრძვის შემოდგომის დეპრესიას და აუმჯობესებს განწყობას, აცხადებს პროფესორი ალექსეი ბუევეროვი.

„არსებობს მონაცემები, რომ ხაჭოს, მასში შემავალი მიკროელემენტების წყალობით, შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს მამაკაცის პოტენციაზე. ამასთან არსებობს მციფრე კვლევა, რომ რეგულარული მიღების შემთხვევაში, ხაჭოს შეუძლია აამაღლოს განწყობა და დაგეხმაროთ შემოდგომის დეპრესიასთან ბრძოლაში“, — აღნიშნა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭო მდიდარია სასარგებლო ნივთიეწრებებით , ცილებითა და ცხიმებით და მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. გარდა ამისა, მასში შედის ისეთი მიკროელემენტები, როგორებიცაა: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია.

ამასთან ბუევეროვი განმარტავს, რომ ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტების მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი.

„სჯობს, მიირთვათ ნაკლები და ნორმალური ცხიმიანობის ხაჭო — 5 ან 9 პროცენტიანი. ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტებისგან მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. როდესაც ადამიანი ცხიმებს საკმარისი რაოდენობით არ იღებს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და იწყება ცხიმების დაგროვება. მეორეც: ცხიმგამოცლილი პროდუქტები უგემურია და ამიტომ მწარმოებელი მათში შაქარს ან შაქრის შემცვლელს ამატებს. ეს კი მავნებელია როგორც ნახშირწყების ცვლის, ისე სხეულის მასის მატების კუთხით. შეუძლია დიაბეტის განვითარებაც კი გამოიწვიოს, თუ ადამიანი ამისადმი გენეტიკურადაა მიდრეკილი“, — დააზუსტა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭოს დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს.

 

0
თემები:
სასარგებლო რჩევები