საქართველოში მესამე კვირაა 13 წლის მოზარდს ეძებენ

© photo : Kseniya Pilpani / FBილია ფილფანი
ილია ფილფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი აღარავის უნახავს.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მესამე კვირაა ეძებენ სვანეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს. სამძებრო ოპერაციაში მაშველები და პოლიციაა ჩართული, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ ბიჭის დედამ ქსენია ფილფანმა.  

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა. 

13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარება: ყაზახეთის საელჩო საგარეო უწყებას მიმართავს - Sputnik საქართველო
13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარება: ყაზახეთის საელჩო საგარეო უწყებას მიმართავს

მოზარდი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს. 

„გარკვეული ადგილები ხელახლა მოწმდება, მაშველების ახალი ჯგუფები ჩამოდიან, თავიდან სწავლობენ ტერიტორიას. მუშაობენ მდინარეზე, წყალსაცავზე, ზუგდიდის მხარეს ტრასაზე. ძებნის არეალი საკმაოდ დიდია“, – განაცხადა ქსენიამ.

მისი თქმით, სამძებრო ოპერაციაში აქტიურად არის ჩართული პოლიცია.

„პოლიცია მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბათუმის, ქობულეთისა და ურეკის ზონებს, და, რა თქმა უნდა, თბილისს. დედაქალაქში, მერიის მხარდაჭერით, მეტროში საკუთარი ძალებით განცხადებები გავაკარით. შეტყობინებები მოდის, ადამიანები ხედავენ მსგავს ბავშვებს, მაგრამ იმის დადასტურება, რომ იგი ილიაა, ჯერჯერობით არ გვაქვს“, – განაცხადა ქსენია ფილფანმა.

პოლიცია მოქალაქეებიდან შესულ ყველა შეტყობინებას ამოწმებს, მაგრამ ბიჭის კვალზე გასვლა ვერ ხერხდება.

ყველა ახალი ამბავი
0