კორონავირუსი საქართველოში – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© AFP 2024 / MARK FELIXტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 959 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6919, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 251 პაციენტია.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ორით გაიზარდა და 1179-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 959 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6919, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 251 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0