ზუგდიდში ათასამდე დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

© photo: Sputnikმშენებარე სახლი
მშენებარე სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში ახალმოსახლეობას პირველი 360 ოჯახი იზეიმებს, დანარჩენი 600 ოჯახისთვის კი მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა მალე დასრულდება.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. დაახლოებით ათასი იძულებით გადაადგილებული ოჯახი ზუგდიდში ახალ მრავალსართულიან სახლში მიიღებს ბინას.

სახლის პრეზენტაციას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იძულებით გადაადგილებულ პირთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი.

სახლი სოფელში - Sputnik საქართველო
„სოფლად სახლი“: საცხოვრებელი ფართი მიწის ნაკვეთთან ერთად კიდევ 71 დევნილ ოჯახს გადაეცემა

ტიკარაძის განცხადებით, დაიცლება ყველა სახლი ზუგდიდის რაიონში, სადაც იძულებით გადაადგილებულები ცხოვრობენ და რომლებიც მესამე და მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობებია.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ადგილზე, სადაც ათასამდე დევნილი ოჯახი ახალ ცხოვრებას დაიწყებს. მასშტაბურმა მშენებლობამ შესაძლებლობა მოგვცა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიგვეღო – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე – მესამე და მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ყველა შენობა დაიხურება და, პირველად მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ, გაუსაძლის პირობებში არც ერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

251 დევნილ ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა>>

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე სახლის მშენებლობა უკვე დასრულდა. 360 ოჯახი ბინის გასაღებს სულ მალე მიიღებს. შენდება კიდევ ხუთი მრავალსართულიანი სახლი 600 ოჯახისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0