„სოფლის გზაზე მიდიოდა...“ – გოგონა, რომელმაც თამარ ბაჩალეიშვილი გაუჩინარების შემდეგ ნახა

© Photo: Tamar Bachaliashvili / FBთამარ ბაჩალიაშვილი
თამარ ბაჩალიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ექსპერტებმა სამშაბათს კომპიუტერის გახსნა მოახერხეს და ოჯახის ადვოკატს მასში არსებული ინფორმაციის გაცნობის საშუალება მიეცა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილი გაუჩინარებიდან მეორე თუ მესამე დღეს სოფელ მაწევანში იმყოფებოდა, აცხადებს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ადგილობრივი მცხოვრები ეკატერინე ელბაქიძე.

მისი თქმით, ბაჩალიაშვილი მისივე ავტომობილით სოფელში დაინახა.

ადგილობრივი ამბობს, რომ ამის შემდეგ პოლიციას მიმართეს და სამძებრო სამუშაოებიც ჩატარდა, თუმცა ავტომობილი ვერ იპოვეს, მაშინ ის არ იყო კონკრეტულად იმ ტერიტორიაზეც, სადაც უკვე შემდგომ, 22 ივლისს იპოვეს.

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის იდუმალებით მოცული გარდაცვალება: საქმეში შესაძლოა FBI ჩაერთოს
„როდესაც გამოაცხადეს, რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი“, – აცხადებს ეკატერინე ელბაქიძე.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი დაღუპულის კომპიუტერის შემოწმების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს – FBI-ს ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერეტების ჩართვა ექსპერტიზაში საჭიროა, რათა არ მოხდეს გარდაცვლილის კომპიუტერიდან რამე ინფორმაციის განადგურება.

საბანკო ბარათები - Sputnik საქართველო
მედია: რამხელა თანხა აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე

ოჯახის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. რამიშვილის განცხადებით, ქართველმა ექსპერტებმა სამშაბათს მოახერხეს კომპიუტერის გახსნა და მან მიიღო შესაძლებლობა, რომ პირადად გაეცნოს იქ არსებულ ინფორმაციას.

23 წლის თბილისელი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ცხედარი მწყემსმა იპოვა. 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიურო - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის საქმე: რა წერია დამოუკიდებელი ექსპერტების წინასწარ დასკვნაში

თავდაპირველად გოგონას გაუჩინარებაზე საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა ახლა კიდევ ერთი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატა.

შესაძლო თვითმკვლელობაზე ვერსია იმიტომ გაჩნდა, რომ სხეულის წინასწარმა დათვალიერებამ ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ავტომობილში ცხედრის ნივთებში ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნაზე მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული.

გოგონას ოჯახსა და ახლობლებს არ სჯერათ, რომ თამარს თავის მოკვლა შეეძლო. მათი აზრით, ის შეიძლება შეიტყუეს რაიონში, სადაც არასდროს ყოფილა და შემდეგ მოკლეს. მეორე ვერსიით, იგი აიძულეს თავი მოეკლა – სამუშაოს გამო.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე: შსს-მ დუმილი დაარღვია

ყველაზე დიდი ეჭვები ოჯახს მის სამსახურთან დაკავშირებით აქვს. ბაჩალიაშვილი პროგრამისტად მუშაობდა ორ კომპანიაში, მაგრამ სამსახურზე ახლობლებთან არასდროს ლაპარაკობდა. გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე დედამ შენიშნა, რომ თამარი ნერვიულობდა და გადაწყვიტა, რომ ეს მის სამუშაოს უკავშირდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონამ შეიტყო ისეთი რამ, რაც არ უნდა გაეგო.

ყველა ახალი ამბავი
0