„ეკოთეკა” – ბუნების მოყვარულთა ახალი პლატფორმა

გამოწერა
ახალი პროექტი გააერთიანებს ყველა ეკოლოგიურ პროექტსა და ინიციატივას, რომლებიც საქართველოში უახლოეს პერიოდში განხორციელდა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს – „ეკოთეკა”. 

ფლამინგო - Sputnik საქართველო
მილიარდერის შვილობილი – ივანიშვილი შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს ხსნის

„ეკოთეკა“ არის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებული ციფრული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ვიზუალურ ინფორმაციას საქართველოში ჩატარებული საინტერესო ეკოაქტივობების შესახებ, საზოგადოებას გააცნობს საინტერესო გარემოსდაცვით იდეებს და ადამიანებს, ვინც ამ ინიციატივებს უყრის საფუძველს.

ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აღნიშნავს, რომ ახალი პროექტი გააერთიანებს ყველა ეკოლოგიურ პროექტსა და ინიციატივას, რომლებიც საქართველოში უახლოეს პერიოდში განხორციელდა. პროექტის ავტორები ყველა კერძო კომპანიას, ორგანიზაციას და კერძო პირს ამ ინიციატივაში ჩართვას და ერთიანი ციფრული არქივის მრავალფეროვანი მასალით გამდიდრებას სთავაზობენ.

მათ, ვისაც პროექტში მონაწილეობა სურს, ყველა ინფორმაცია უნდა გაგზავნონ საკომუნიკაციო სამსახურის ფოსტაზე info@kgt.ge, რის შემდეგაც პლატფორმა „ეკოთეკაზე“ გაჩნდება მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ფოტოები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0