„ვინ ჩაუგდო ვახო ჩიქოვანს მარიამ ხატისკაცის და გიორგი შაქარაშვილის ფოტო?“ – ახალი დეტალები

© photo : Shakarashvili Anni / FBგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილსა და დაბადების დღის წვეულებაზე მყოფ გოგონას შორის გრძნობები არსებობდა.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს, სოციალურ ქსელში ახალ დეტალებს აქვეყნებს.

როგორც ჩანს, მისთვის ცნობილი გახდა, რატომ მივიდა მცხეთაში ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად ვახო ჩიქოვანი და „ნახალოვკის კლასტერი“.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
„მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს“ – გოგო, ვის გამოც შაქარაშვილს წვეულებაზე წასვლა უხაროდა

ჟურნალისტის ინფორმაციით, წვეულებაზე მყოფთაგან ერთ-ერთმა ვახო ჩიქოვანს გიორგი შაქარაშვილისა და მარიამ ხატისკაცის ფოტო გაუგზავნა, რომლის მიმართაც შაქარაშვილს გრძნობები ჰქონდა და, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მის გამო უხაროდა ამ წვეულებაზე მოხვედრა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მისი მეგობრის ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მცხეთაში დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგონა – მარიამ ხატისკაცი მოსწონდა. მოწმის ჩვენება ქართულ მასმედიაში გავრცელდა.

თავად მარიამ ხატისკაცი კი გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოს საკუთარ instagram-გვერდზე აქვეყნებს წარწერით: „you are in my heart and i love you more than ever. შენ ჩემს გულში ხარ და მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს“. ირკვევა, რომ გოგონა მოცეკვავეა და „ქვინ დენს სტუ­დი­ო­ში“ ცეკვავს.

გიორგი შაქარაშვილის მეგობარი სტუდიაში ატირდა - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის სიტყვების გახსენებაზე მეგობარმა იტირა – ემოციური ვიდეო

ლუკა გოგავა ჩვენებაში ამბობს, რომ გიორგი და მარიამი 2018 წლიდან მეგობრობდნენ, 2020 წლის მაისში მათ შორის გრძნობა გაჩნდა, ივნისში კი მარიამი გიორგის დაშორდა. თუმცა გიორგი ძალიან გახარებული იყო იმით, რომ ანი გაბეჩავამ დაპატიჟა დაბადების დღეზე, სადაც ასევე იქნებოდა მარიამ ხატისკაცი და წვეულებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. სწორედ ლუკა გოგავასგან ითხოვა გიორგი შაქარაშვილმა წელის ჩანთა, რომელსაც ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ 11-ვე სრულწლოვანი ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
საქართველოს ომბუდსმენი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მონიტორინგს განახორციელებს

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი ერთი თვით გახანგრძლივდა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ ექვს არასრულწლოვანს, მათი საკითხი სასამართლოზე 31 ივლისს განიხილება.

18 ივნისს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. აგარაკზე დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან მოიხმო მეგობრების ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე მანქანით წავიდნენ.

სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის საქმე: დამატებითი ექსპერტიზა და პასუხგაუცემელი კითხვები

გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0