დათო და ანა იმედაშვილები

13 წლის მერე:დათო და ანა იმედაშვილები დაქორწინდნენ

471
(განახლებულია 17:01 26.07.2020)
პროდიუსერმა დათო იმედაშვილმა საპასუხისმგებლო ნაბიჯი 13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადადგა. მან რამდენიმე დღის წინ სთხოვა ხელი მეორე ნახევარს, რომლისგან ერთი ვაჟი ჰყავს. ნახეთ უსაყვარლესი ოჯახური სურათი, რომელიც ანა იმედაშვილმა გამოაქვეყნა

„კაცმა 40 წელი ისე გავძელი, არცერთხელ ოფიციალურ ქორწინებაში არ შევედი და აი, 40 და კიდევ 1 წლის ასაკში დავეცი. P.S. უფროსი შვილები მოწმეებად წამომყვნენ“, - წერს ცნობილი გადაცემების ავტორი. ქართველმა ვარსკვლავურმა წყვილმა, ტელეწამყვანმა ანა იმედაშვილმა და რეჟისორმა დათო იმედაშვილმა ხანგრძლივი, 13 წლიანი ურთიერთობის და თანაცხოვრების შემდეგ, ახლახან იქორწინეს. წყვილი სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა და სასიხარულო ამბავი ფოტოს გამოქვეყნებით გაგვიზიარეს. მათ უახლესი სურათი ქორწინების მოწმობით გადაიღეს.

წყვილმა ერთობლივი გადაცემა „ინფლუენსერი“ წამოიწყეს. მათი გადაწყვეტილება და ახალი გადაღებები სოციალურ ქსელში თავის სწორად წარმოჩენას უძღვოდა. რეჟისორმა ფოტოხელოვნებაც შეისწავლა და გადაცემის მსვლელობისას ულამაზეს მეუღლეს ფოტოსესიებს უწყობდა. მათი გადაცემის სტუმრები პოპულარული ბლოგერები და წარმატებული „ინფლუენსერები“ იყვნენ. „13 წლის თავზე, როგორც იქნა გავთხოვდი“, - წერს ანა იმედაშვილი მის Facebook-გვერდზე, დათომ ანას მიერ გამოქვეყნებული ფოტო გააზიარა და განაცხადა, რომ ეს მისი პირველი ოფიციალური ქორწინებაა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი დავით იმედაშვილი და მისი მეუღლე ანა შვილს ელოდებიან. ანას საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ტელეწამყვანსა და ინფლუენსერს.

ანა რეჟისორის რიგით მესამე ცოლია და წყვილს საერთო შვილი პეტრე ჰყავთ. ორი შვილი ჰყავს დავით იმედაშვილს წინა ქორწინებიდან. „ის ის იყო კორონამ შემოგვიტია, ფორიაქი და ბრაზი მემატებოდა, რომ ანა მომადგა და მეუბნება: დავით, მოემზადე, მეოთხე შვილის მამა ხდებიო", - წერდა დათო იმედაშვილი სოციალურ ქსელში. ამჯერად ანამ თაყვანიმცემლები კიდევ ერთხელ გააოცა და ორსული შიშველი პოზირებდა.

471
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)
გერმანული ნაგაზი

„თავში დაჭრილი ჩემი შვილის ძაღლია, მხოლოდ მის ყეფაზე რეაგირებს“- დაიკარგა გერმანული ნაგაზი

31
(განახლებულია 12:36 18.09.2020)
17 წლის ერეკ­ლე ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 20 წლით უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის გამო თა­ვის არე­ში დაჭ­რა, 3 ტყვია ამ დრომ­დე თავ­ში აქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში გერმანული ნაგაზის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება.

ირკვევა, რომ ძაღლის პატრონი ცოტა ხნის წინ სწორედ მის გამო დაჭრეს და ავადმყოფი მხოლოდ ამ ძაღლის ყეფაზე რეაგირებს.

როგორც მეპატრონე წერს, 5 წლის ნაგაზსს დექსტერი ჰქვია, ყელზე ჯაჭვი აქვს და გრძელი საბმელი, ნეიროდერმიტის დაავდება აქვს და თუ ვინმე მას სახლში წაიყვანს, ნერვიულობის ფონზე საკვებს არ მიეკარება და მოკვდება.

„მე როგორც დედა ყველას გთხოვთ დააბრუნეთ ერეკლეს ძაღლი!“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჩეკურიშვილი.

17 წლის ერეკ­ლე ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 20 წლით უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის გამო თა­ვის არე­ში დაჭ­რა, 3 ტყვია ამ დრომ­დე თავ­ში აქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც მო­ზარ­დის დედა ნინო ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა 37 წლის დი­მიტ­რი როს­ტო­მაშ­ვილ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სრო­ლის მო­მენ­ტში ამ­ფე­ტა­მი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

31
პოლიცია

სამართალდამცველები 41 წლის მამაკაცს ეძებენ

50
(განახლებულია 16:45 18.09.2020)
მამაკაცს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება

 

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველები უგზოუკვლოდ დაკარგულ 41 წლის ამირან გაფრინდაშვილს ეძებენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მამაკაცი თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს. მას  ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

სამართალდამცავ უწყებაში  მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 12 აგვისტოს შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს,  აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.

50
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სამშვილდის სიონი

გადამწვარი „შეუპოვარი“ და ბარიკადები დახოცილი მტრისგან: ფაქტები საქართველოს ისტორიიდან

0
(განახლებულია 13:51 18.09.2020)
საქართველოს უმდიდრეს და უძველეს ისტორიაში მრავლადაა საინტერესო ფაქტები, რომელთა შესახებ შესაძლოა ბევრს არც სმენია. ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

1829 წელი იდგა. ახალციხის უმაღლეს მეჩეთზე ნახევარმთვარე აღმართულიყო ― ოსამალური მბრძანებლობის სიმბოლო, რომელსაც 40 ათასიანი გარნიზონი იცავდა. რუსეთის ფელდმარშალი ივან პასკევიჩი 9000-იანი რუსულ-ქართული ჯარით მიადგა ახალციხეს და კიოს მეჰმეთ-ფაშას  მისი დაცლა მოსთხოვა. სამართლიან მოთხოვნაზე თურქული ციხიონის მეთაურმა რუს ელჩებს დასცინა: ჯერ ციდან ჩამოხსენით მთვარე და მერე ― ახალციხის მეჩეთიდან ნახევარმთვარეო.

ქართველებმა და რუსებმა მთელი ძალებით შეუტიეს ქალაქს და 16 აგვისტოს აიღეს კიდეც. მერე კი ახალციხის მეჩეთის თავზე აღმართული ნახევარმთვარე ჩამოაგდეს და მასზე ჯვარი აღმართეს.

***

ანანურის ციხე-ქალაქში 1739 წელს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული. არაგვის ერისთავმა კი მისი ცოლი ყიზილბაშებს მიჰგვარა. დაბრუნებულმა შანშემ ოჯახის შეურაცხმყოფელნი სასტიკად დასაჯა, საკუთარ ჯარს ლეკებიც დაუმატა და ანანურის ციხეს მიადგა, სადაც ერისთავი ბარძიმი ძმასთან ერთად იყო გამაგრებული.

მეციხოვნეებმა იმდენი ლეკი მოკლეს, რომ თავად ლეკები დახოცილი თანამოძმეებისაგან ბარიკადებს იკეთებდნენ. როცა ქსნის ერისთავი ვერაფერს გახდა, ხერხს მიმართა: წყალსადენის გადაჭრა, საიდანაც ციხე მარაგდებოდა. ციხეში მყოფებს წყლის გარეშე პაპანაქება ზაფხულში ძალიან გაუჭირდათ და იძულებელი გახდნენ, შანშე ერისთავს დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაბარდა, მაგრამ მისმა შვილმა უთრუთმა ფარ-ხმალი არ დაყარა ― ერთ-ერთ კოშკში გამაგრდა, რომელსაც „შეუპოვარს“ ეძახდნენ.

ქსნის ერისთავის ჯარმა მონასტერი ააოხრა და „შეუპოვარს“ ცეცხლი წაუკიდა. უთრუთთან ერთად იქ უამრავი ადამიანი იყო შეხიზნული და ისინიც გამოიწვნენ. მოგვიანებით მოსახლეობამ უზარმაზარი შვიდსართულიანი კოშკი ამოქოლა და დამწვართა სამარხად აქცია. მხოლოდ 200 წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს ეს კოშკი არქეოლოგებმა და საშინელი სურათი დახვდათ.  ნახანძრალი სავსე იყო მოზრდილებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით.

***

თითქმის 20 წელი ებრძოდა ლიპარიტ ბაღვაში გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხეს, მაგრამ მასთან ბრძოლაში დამარცხდა და შვილთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა ბაგრატს. მიუხედავად ამისა, კლდეკარის ციხე არ აპირებდა დანებებას. ბაღვაშთა სახლთუხუცესი ანამორი აგრძელებდა ბრძოლას.

მეფის ბრძანებით ლიპარიტი და მისი ძე რატი ძელზე გასვეს. ლიპარიტი საკუთარ განსაცდელზე არ ფიქრობდა, თავის ერთადერთი ძის ბედი ანაღვლებდა და მეფეს შეუთვალა: ოღონდ რატი ძელიდან ჩამოხსენი, მე ბერად აღვეკვეცები და კლდეკარიც შენი იქნებაო. გარიგება შედგა, კლდეკარი უომრად დაემორჩილა მეფეს, ბაგრატმა ანამორი სიკვდილით დასაჯა, მაგრამ ლიპარიტსა და რატის სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ლიპრიტ ბაღვაში ბერი ანტონის სახელით ბერად ათონის მონასტერში აღვეკეთა, რატი კი ბიზანტიაში გაიქცა. მაგრამ, როცა მისი სახელოვანი მამა გარდაიცვალა საქართველოში ჩამოასვენა და კაცხის მონასტერში პატივით დაკრძალა.

  ***

V საუკუნეში მოღვაწე ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი - პეტრე იბერის (411 – 491 წწ.) სახელი ქართველებისათვის კარგაადაა ცნობილი, მაგრამ ბევრმა არ იცის, ის რომ ეს დიდი მოღვაწე იყო პირველი ქართველი, რომელმაც წმინდა მიწაზე დიდი „ქართული კოლონია“ შექმნა.

პეტრესა და მისი მოძღვრის იოანე ლაზის სახელთან არის დაკავშირებული პირველ ქართულ სასულიერო კერების დაარსება წმინდა მიწაზე (პალესტინა, სირია, ეგვიპტე). ამ ორი ჩვენი დიდი თანამემამულით დაიწყო ქართველ მღვდელმსახურთა ნაყოფიერ მოღვაწეობა სირია-პალესტინაში. მოგვიანებით მათმა საქმიანობამ ისეთი ფართო ხასიათი მიიღო, რომ უკვე თამარ მეფის ეპოქაში, კვიპროსში, სინას მთასა და წმინდა მიწაზე დაახლოებით 12 ქართული მონასტერი ფუნქციონირებდა.

***

 ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთ და დასავლეთ საქართველო ქრისტეს რჯულზე მოაქცია ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა „ადორკის მეფობისა მოვიდეს თორმეტთა წმიდათა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და სიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ  აღესრულა წმიდა სიმონ ქალაქსა ნიკოფსისა, საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოიქცია მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა..“

ეს რომ მეფე ადერკმა გაიგო, განრისხდა და ახალგაქრისტიანებულები ძალით ისევ წარმართობაზე მოაქცია; „იძულებით კუალად მოაქცივნა მეგრლნი; და დამალნეს ხატნი და ჯუარნი“.          

0
თემები:
იცით თუ არა, რომ...