ისევ კარანტინი? გამყრელიძე გარდაბნის სოფლების ჩაკეტვას არ გამორიცხავს

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBთერმოსკტინინგის აპარატი
თერმოსკტინინგის აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი სოფლის იზოლაციის საკითხი განიხილეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც. გამყრელიძე მოსახლეობას მეტი ყურადღების გამოჩენას და ეპიდემიოლოგების დახმარებას სთხოვს მათი საქმიანობისას.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ქვემო ქართლის რეგიონის სამი სოფლის ჩაკეტვის ალბათობა, სადაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ორ მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი იყო გამოცხადებული, მაღალია. 

ეპიდემიოლოგი - Sputnik საქართველო
ვითარება გარდაბანში: ეპიდემიოლოგები ინფიცირების ოთხი შემთხვევის წყაროს ვერ ადგენენ

იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტები ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებას ვერ შეძლებენ, ერთადერთი ნაბიჯი გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, აღთაკლიასა და ყარათაკლიაში კარანტინის გამოცხადებაა, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლოს მსგავსი მაჩვენებელი მაისში დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი გარდაბნის რაიონს უკავშირდება. აქ დაახლოებით 80 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აზერბაიჯანელები შეადგენენ.

ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დღეისთვის ფიქსირდება გაჩიანში, განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ეპიდემიოლოგიურ რუკაზე ყველაზე ცხელი წერტილი ქვემო ქართლია. სამი სოფლიდან ორში – ყარაჯალასა და ყარათაკლიაში ინფიცირებულთა რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა დასტურდება – 34 ადამიანი.

გამყრელიძის თქმით, რაიონის სამ სოფელში, განსაკუთრებით გაჩიანში, გაფართოებული ტესტირება დაგეგმილ ტემპში ვერ ხორციელდება, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობა ტესტირებას პასუხისმგებლობით არ ეკიდება და ეპიდემიოლოგები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან. 

ბაზარი - Sputnik საქართველო
თბილისის ბაზრებში კონტროლი მკაცრდება - რამდენიმე მოვაჭრეს კორონავირუსი დაუდგინდა

მაგალითად, გუშინ სპეციალისტებმა ბიომასალის 350 ნიმუშზე მეტის აღება ვერ შეძლეს, მაშინ, როდესაც ექვს ბრიგადას 700-დან 1000-მდე ნიმუშის აღების შესაძლებლობა ჰქონდა. აღნიშნული სიტუაციის გათვალიწსინებით, გამყრელიძე არ გამორიცხავს რადიკალური ზომების გამოყენებას, ამ სამი სოფლის კარანტინში ჩაკეტვის ჩათვლით.

„სამწუხაროდ, მოსახლოებაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა. გაფართოებული კვლევები დავიწყეთ. ამ კვირაში 7 ათასი ოჯახის გამოკვლევა გვინდოდა, მაგრამ მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება და 350 ნიმუშზე მეტის აღება ვერ მოხერხდა. არ გამოვრიცხავ რადიკალური ღონისძიებების გატარებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სამი სოფლის იზოლაციის საკითხი განიხილეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც. გამყრელიძე მოსახლეობას მეტი ყურადღების გამოჩენას და ეპიდემიოლოგების დახმარებას სთხოვს მათ მიერ საკუთარი საქმიანობის შესრულების პროცესში.

გამყრელიძის თქმით, ამ სოფლებთან შვიდი გზა მიდის და ყველა შესასვლელში თერმოსკრინინგი ტარდება.

„ჩვენი გათვლებით, ინფიცირებულია მოსახლეობის დაახლოებით 5-დან 7%-მდე. ჩვენ ამ სოფლების სრულ იზოლაციას ვუჭერთ მხარს. საჭიროა ინფიცირებულთა გამოვლენა და მკურნალობა“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

თბილისი - Sputnik საქართველო
აზიის ბანკმა საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებითი სახსრები გამოუყო

იგი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ამ ფორმით იქნება შესაძლებელი ვირუსის გავრცელების აღკვეთა, რამდენადაც ამ სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაზრობებზე – რუსთავში, ლილოში, თბილისსა და სხვა ადგილებში მუშაობენ.

21 ივლისს გარდაბნის რაიონში ჩატარებული ტესტირების შედეგებით, 350 აღებული ნიმუშიდან 10 დადებითი იყო, რაც ნიშნავს, რომ ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს, აღნიშნა გამყრელიძემ.

5–7 შემთხვევაში სპეციალისტები ინფიცირების პირველწყაროს დადგენას ვერ ახერხებენ.

ეპიდემიოლოგები გარდაბნის რაიონში მუშაობას აგრძელებენ. კერძოდ, ისინი მოსახლეობის სრულმასშტაბიან თერმოსკრინინგს და გაფართოებულ ტესტირებას ახორციელებენ. გაფართოებული ტესტირებისას განსაკუთრებული ყურადღება იმ პირებს დაეთმო, რომლებიც ბაზრებში ვაჭრობენ. ამ რაიონში ეპიდემიოლოგებმა სულ 1077 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება, მათგან დადებითი პასუხი 24 შემთხვევაში დაფიქსირდა. 94 ადგილობრივი მცხოვრები კარანტინში გადაიყვანეს. 

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა – ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1073-ს მიაღწია. ასეთი მკვეთრი ნახტომი გარდაბნის მუნიციპალიტეტში გუშინ ჩატარებული გაფართოებული ტესტირების შედეგია, სადაც ბოლო დღეებში ინფიცირების 24 და ერთი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 275 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0