„ბელავიამ“ საქართველოში ფრენები 15 აგვისტომდე გადაავადა

© Sputnik / Alexander Imedashviliავიაკომპანია Belavia
ავიაკომპანია Belavia  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანია „ბელავიამ“ COVID-19-ის საფრთხის გამო გაზაფხულიდან ავიარეისები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ავიაკომპანია „ბელავია“ რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის საქართველოში, ფრენებზე „დაწესებულ პაუზას“ აგრძელებს, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.

საქართველოს, ყაზახეთის ქალაქებსა და ვენაში ფრენები 15 აგვისტომდეა შეჩერებული, აშხაბადში კი 1 სექტემბრამდე.

ვილნიუსში, რიგასა და ტალინში ავიარეისების განხორციელება შეჩერებულია 28 ივლისამდე, რუსეთის ქალაქებში, ტაშკენტსა და ლარნაკაში კი ფრენები 1 აგვისტომდე არ განხორციელდება.

ამასთან, ტაშკენტში ავიაგადამზიდი 28 ივლისს ერთჯერად რეისს შეასრულებს. მინსკიდან თვითმფრინავი 28 ივლისს, 20:10 საათზე (ბელარუსის დროით) გაფრინდება, ხოლო ტაშკენტიდან 29 ივლისს 03:50 საათზე გამოფრინდება.

მგზავრები თანხის დაბრუნებას ან გადადებულ რეისებზე თარიღის შეცვლას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე შეძლებენ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ სალაროებს, ავიაკომპანიის წარმომადგენლობებსა და მხარდაჭერის სამსახურს.

ყველა ახალი ამბავი
0