ვის ჩამოეწერება „სითი პარკის“ ძველი ჯარიმები

© Sputnik / STRINGERპარკინგი
პარკინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირი თავისუფლდება არა მარტო არასწორი პარკირებისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან, არამედ დარიცხული საურავისგანაც.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს არასწორი პარკირებისთვის 2018 წლის 10 აპრილამდე გამოწერილ ჯარიმებს ჩამოაწერენ, შესაბამისი კანონი ძალაში სამშაბათს შევიდა. 

ავტოსადგომი - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ დავა $4,3 მილიონის გადახდით მოაგვარა

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, პირი თავისუფლდება არა მარტო ჯარიმის გადახდისგან, არამედ დარიცხული საურავისგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისგანაც.

საუბარია კომპანია C.T. Park-ის დავალიანებაზე.

თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია C.T. Park-თან  კონტრაქტი გააუქმა, რომელიც ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიურ უფლებას 2007 წლიდან ფლობდა. 2020 წლის თებერვალში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ C.T. Park-ს 4,3 მლნ დოლარი გადაუხადა და მისი მატერიალური აქტივები და ასევე მოსახლეობის მიერ გადაუხდელი ჯარიმები გადმოიბარა. შესაბამისად, მერიასა და კომპანიას შორის დავა შეწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0