„ეს ულამაზესი გოგო მეზობლის მიერ მიყენებული 17 ჭრილობისგან გარდაიცვალა“ – ვრცელდება ფოტო

გამოწერა
რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი, რომლის შედეგად 31 წლის ქალი ცივი იარაღით მოკლეს, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ქუთაისში 31 წლის გოგოს მკვლელობას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

დეპუტატმა გარდაცვლილის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ეს ულამაზესი გოგო მეზობლის მიერ მიყენებული 17 ჭრილობისგან გარდაიცვალა. ერთი საათის მანძილზე ითხოვდა შველას, თუმცა არც ერთი მეზობელი არ დაეხმარა“.

პოლიცია - Sputnik საქართველო
„ქუთაისში მოკლულს ეს ქალი ურტყამდა დანას...“ – სოციალურ ქსელში მასაჟისტის ფოტო ვრცელდება

ქუთაისში 18 ივლისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 45 წლის ქალი ბ.კ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში. 20 ივლისს კი ამავე საქმეზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კი­დევ ორი პირი და­ა­კა­ვეს. ამ უკანასკნელებს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 336-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ მისმა მეგობარმა ქალმა მოკლა

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0