წვიმა, სეტყვა, შტორმი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში ტემპერატურა დაიკლებს და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აგრილდება. ზღვის სანაპიროზე შტორმი 2-3 ბალს მიაღწევს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოში ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსები 21 ივლისიდან ტემპერატურის კლებას და წვიმას პროგნოზირებენ, იუწყება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.

„21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, გაძლიერდება ქარი. შტორმი ზღვის სანაპიროზე 2-3 ბალს მიაღწევს", – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ქვეყნის მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0