Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რომიდან სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი აეროპორტში
თვითმფრინავი აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დანიშნულ ჩარტერულ რეისებს საქართველოს მთავრობა ნაწილობრივ  დაასუბსიდირებს

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რომიდან სპეციალური რეისით სამშობლოში 166 ადამიანი დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მთავრობა მოქალაქეების ეტაპობრივად დაბრუნების პროცესს განაგრძობს. რეისი რომი–თბილისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი განრიგის მიხედვით განხორციელდა. სპეცრეისი კომპანია Myway Airlines-მა შეასრულა.

მგზავრები ბრაზილიის ერთ-ერთ აეროპორტში - Sputnik საქართველო
COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში 14 მილიონს აჭარბებს

მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 102 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 5627 ადამიანია განთავსებული.

ივლისში კიდევ შესრულდება სამი სპეცრეისი ევროპის ქვეყნებიდან: 22 ივლისს – პარიზიდან, 25 ივლისს – ბერლინიდან, 28 ივლისს – ათენიდან. ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება. ფრენებს ევროპის ქალაქებიდან შეასრულებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა >>

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დანიშნულ ჩარტერულ რეისებს საქართველოს მთავრობა ნაწილობრივ, არაუმეტეს 261 ათასი ევროს ფარგლებში დაასუბსიდირებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის დროს სახელმწიფო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა 13 ათასზე მეტ თანამოქალაქეს, ხოლო ადგილზე დახმარება აღმოუჩინა 22500-ზე მეტ ადამიანს.

ყველა ახალი ამბავი
0