მუშები მშენებლობაზე

რა იცვლება შრომის კანონმდებლობაში, ანუ დეპუტატების ხედვა გარჯაზე

1199
(განახლებულია 18:44 17.07.2020)
საქართველოს ორგანულ კანონში – „შრომის კოდექსში" ცვლილებები შედის. ვინ დარჩება მოგებული – დამსაქმებელი თუ დასაქმებული?

სამსონ ხონელი

პოლიტიკური პროცესები, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, ცვლილებები კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წინასაარჩევნო თამაშები, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია და მისი გავლენა ეკონომიკაზე − ეს ის რამდენიმე ძირითადი საკითხია, რომლებსაც ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ. იმედია, არავინ ჩამეძიება − რატომ? თუ ვინმემ გულში მაინც გაიფიქრა, განვმარტავ – არ მინდა კოლეგებს ჩამოვრჩე. არახალია, ჩამოთვლილი საკითხები უკვე დიდი ხანია მასმედიის დღის წესრიგს აყალიბებს. თუმცა, ამჯერად გადავწყვიტე პაუზა ავიღო და ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხზე გიამბოთ. შესაძლოა ვცდები და ჩემეული შეფასება სწორი არც არის, რადგან, ზოგადად, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შრომით ურთიერთობებს არეგულირებს, არ შეიძლება უმნიშვნელო იყოს! ეს ხომ ის სფეროა, რომელიც ყველა დამსაქმებელსა და დასაქმებულზე აისახება...

უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ პირველი მოსმენით დაამტკიცა საქართველოს ორგანულ კანონში − „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატთა ჯგუფს ეკუთვნის, კერძოდ, სოფიო კილაძეს, დავით მათიკაშვილს, თამარ ჩუგოშვილს, ირაკლი კობახიძეს, რატი იონათამიშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილსა და თამარ ხულორდავას. ხალხის რჩეულების ინიციატივა რამდენიმე საკითხს მოიცავს. მივყვეთ თანმიმდევრულად.

მოგეხსენებათ, კანონს, მათ შორის ორგანულ კანონსაც, უკუქმედების ძალა არა აქვს, ამიტომაც მომავალ სტაჟიორთა საყურადღებოდ აღვნიშნავ, რომ ექვს თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აკრძალული გახდება. მიაქციეთ ყურადღება – „შრომით კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომელიც დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის შრომით ურთიერთობას აწესრიგებს, პირველ რიგში კი სტაჟიორის დეფინიციას განსაზღვრავს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ორგანულ კანონში სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი დღემდე არავის გაუწერია და ის არც შრომითი ურთიერთობის სუბიექტი ყოფილა. ახლა კი ვითარება შეიცვალა. კანონპროექტში ვკითხულობთ: „სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ, ან მის გარეშე დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით“. ასე რომ, კითხვაზე, ვინ არის სტაჟიორი, უკვე გვაქვს პასუხი. გარდა ამისა, ვიცით ის ძირითადი პრინციპები, რასაც დამსაქმებლისა და სტაჟიორის შრომითი ურთიერთობა ეფუძნება. კერძოდ, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა. კანონპროექტის თანახმად, არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა კი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ერთი წელი. დამსაქმებლისა და სტაჟიორის შრომითი ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით და ის უნდა მოიცავდეს სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს დეტალურ აღწერას.

ცვლილებათა პროექტი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხსაც არეგულირებს. დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125 პროცენტი, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის. არ არის ცოტა, ეგება ღირდეს, კაცი სამუშაო საათების დასრულების მერეც გაისარჯოს? − ბრძანებს მკითხველი და, შესაძლოა, მართალიც იყოს. თუმცა მოკრძალებულად მივანიშნებ, ინიციატივა დამსაქმებელს უნდა ეკუთვნოდეს, მხოლოდ დასაქმებულის სურვილი არ კმარა. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა დასაქმებულის მხრიდან ინიციატივა შესაძლოა დასჯადი არ იყოს, მაგრამ, სავარაუდოდ, არც ხეირის მომტანი იქნება. პროექტი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე მხარეების შეთანხმებასაც ითვალისწინებს. დამსაქმებელმა დამატებითი დასვენების დრო ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს ოთხი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს. საინტერესოა, რა მოხდება, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან და დასაქმებული დასვენების ნაცვლად ფინანსებს არჩევს? დავას, სავარაუდოდ, სასამართლო გადაწყვეტს.

რამდენჯერმე „დასვენება“ ვახსენე და აღვნიშნავ, რომ ცვლილებებით დასვენების დღეების საკითხიც წესრიგდება. კერძოდ, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა 12 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული ყოველ 7 დღეში სულ მცირე ერთი დასვენების დღით უზრუნველყოს. დამსაქმებელთა საყურადღებოდ: თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო არანაკლებ ექვს საათს შეადგენს, დასაქმებულს შესვენების უფლება ეძლევა, რომლის ხანგრძლივობა სულ მცირე ერთი საათი უნდა იყოს. დასაქმებულს, თუ ის მეძუძური ქალია და ერთ წლამდე ასაკის ბავშვს კვებავს, მისი მოთხოვნის საფუძველზე დღეში არანაკლებ ერთი საათისა დამატებითი დასვენება ეძლევა. თანაც ბავშვის კვებისათვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. ცვლილებები ასევე შეეხება ღამის სამუშაოსაც. კერძოდ, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე და ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24 საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

ხალხის რჩეულებს არც ე.წ. დეკრეტული, ანუ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების საკითხი დავიწყებიათ. კერძოდ, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ ბავშვის დედამ ან მამამ გამოიყენოს. დასაქმებული ვალდებულია დამსაქმებელი ორი კვირით ადრე გააფრთხილოს. ამ ტიპის შვებულების მაქსიმალური ვადა 604 კალენდარული დღით განისაზღვრა. მათ შორის 57 კალენდარული დღე ანაზღაურებადი იქნება. ბანალური ჭეშმარიტებაა, ბავშვის მოვლას წინ უსწრებს ორსულობა და მშობიარობა. სხვა დეტალებზე არ დავკონკრეტდები. მოკლედ, ორსულობისა და მშობიარობის გამო ქალი 126-დღიანი, ხოლო მშობიარობის გართულების შემთხვევაში 143-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლებს. არის სხვა ტიპის ცვლილებებიც, რომელთაც დაინტერესებული მკითხველი თავად გაეცნობა. მე მხოლოდ ძირითად პრინციპებზე ვამახვილებ ყურადღებას. პირველი მოსმენისას დეპუტატები ხომ კანონპროექტის პრინციპებს განიხილავენ...

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმების საკითხსაც არეგულირებს. დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებულის სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო გათავისუფლება, რომ დასაქმებულმა უარი თქვა არასრულიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე, ან პირიქით გადასვლაზე. ეს გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამუშაო განაკვეთის ცვლილება არის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული.

და, ბოლოს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება, თუ შრომითი ურთიერთობა ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, სავალდებულო ხდება. არადა, მოქმედი რედაქცია დამსაქმებელს წერილობითი ხელშეკრულების დადებას სამ თვეზე მეტხანს შესასრულებელი სამუშაოს შემთხვევაში ავალდებულებს. „შრომით კოდექსს“ კიდევ ერთი მუხლი ემატება. ის შრომითი ხელშეკრულების შინაარსს შეეხება და მის არსებით პირობებს აყალიბებს. ეს არის: ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ; მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; სამუშაო დრო და დასვენების დრო; სამუშაო ადგილი; თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა; შრომის ანაზღაურება და მისი გადახდის წესი; ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი; დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი. პირობების გათვალისწინება სავალდებულოა და ყოველი პუნქტი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის კანონმდებლობის, პირველ რიგში კონსტიტუციისა და ორგანული კანონის − „შრომის კოდექსის“ დებულებებს. 

როდიდან შევა ცვლილებები ძალაში? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. რეპლიკას უპასუხოდ არ დავტოვებ. განვმარტავ, ეს პროცედურული საკითხია. პარლამენტმა კანონპროექტი კიდევ ორი მოსმენით უნდა დაამტკიცოს, შემდეგ უკვე პრეზიდენტის ხელმოწერას დაველოდებით, სავარაუდოდ, ვეტო მოსალოდნელი არ არის. ბოლოს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება და შრომის განახლებული წესებიც ძალაში იმ დღიდან შევა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ხალხის რჩეულებმა კანონის ამოქმედების სხვა თარიღი არ მიუთითეს. ასე რომ, დაველოდოთ...

 

1199
შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილმა შეყვარებულის ინტიმური ფოტო გაასაჯაროვა ნახეთ როგორ გამოიყურება კაცი

586
(განახლებულია 19:51 21.10.2020)
ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ შორენა ბეგაშვილი კვლავ ურთიერთობაშია. ამჟამად მოდელი არც საყვარელ მამაკაცს და არც ურთიერთობას აღარ მალავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე მოდელი ქორწილის ფოტოებსაც გამოფენს.

ზუსტად ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

როგორც საკუთარ გადაცემაში „შორენას ეფექტი“ ტელეწამყვანმა აღიარა, ქმარს იმიტომ დაშორდა, რომ მძიმე წუთებში, როდესაც ის შვილთან ერთად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში თვეების განმავლობაში იმყოფებოდა, „ქმარი თბილისში ერთობოდა“.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენამ ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად შეყვარებულია და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. სოციალურ ქსელში სტატუსიც შეცვალა და ამჟამად ქალის შესახებ გამოქვეყნებულ პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის ურთიერთობაში იმყოფება.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

მოდელი და ტელეწამყვანი არც შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოების გასაჯაროებას ერიდება და ცოტა ხნის წინ საყვარელი მამაკაცის ნახევრად შიშველი ფოტოც კი გამოაქვეყნა. ფოტო, სავარაუდოდ, ესპანეთშია გადაღებული, სადაც ზაფხულში შორენა საყვარელ მამაკაცთან ლაშა ბარათელთან ერთად ისვენებდა.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ „კანონიერი ქურდების“ რეიტინგში, მათი ამჟამინდელი გავლენების, წარსული გამოცდილების, სამომავლო პერსპექტივისა და პრესის დაინტერესების გათვალისწინებით, ათ ყველაზე რეიტინგულ „კანონიერ ქურდს“ შორის ერთ-ერთი სწორედ ლაშა ბარათელია.

View this post on Instagram

@nikolozi_ph 🌟 @shorenasefekti

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

არსებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. ბარათელი, მიუხედავად მანძილისა, საყვარელი ქალისთვის ძვირადღირებული საჩუქრებისა და სიურპრიზების კეთებას არ წყვეტს.

586
თემები:
სელებრითების ცხოვრება
საპატრულო პოლიცია

„მძევლების დახოცვას დავიწყებ 2 საათის შემდეგ“ თავდამსხმელის ულტიმატუმი

237
(განახლებულია 19:39 21.10.2020)
ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ულტიმატუმს აყენებს და შესაბამის ორგანოებს ორი საათის განმავლობაში მისი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი სამართალდამცველი უწყებებისთვის მიცემული დროის – 2 საათის გასვლის შემდეგ მძევლების დახოცვას აპირებს. შესაბამისი განცხადება „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ გაახმოვანა.

თავდამსხმელი ითხოვს მასთან შეუიარაღებელმა პირმა მიიტანოს 500 ათასი დოლარი და მისცენ ვერტმფრენი, ან ავტომობილი, რომლითაც მძევლებთან ერთად უსაფრთხოდ დატოვებს შენობას.

მძევლის თქმით, ტელეკომპანიას თავდამსხმელის მითითებით ჩაერთო. კვარაცხელიას თქმით, ოთახში მძევლად 19 ადამიანია აყვანილი და შეიარაღებული თავდამსხმელი „კბილებამდე შეიარაღებულია, ხელყუმბარა აქვს გახსნილი და ისე გადადგილდება, თუმცა მისი ინტერესი არაა ვინმეს დაშავება და უნდა, რომ ყველაფერი მოლაპარაკებით დასრულდეს“.

მძევლის თქმით, როდესაც თავდამსხმელი თანხას მიიღებს, შენობიდან ან ვერტმფრენით წავა, ან მძევლებთან ერთად გავა. შესაბამის ორგანოებს მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელი 2 საათს აძლევს.

დღეს ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

237
სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლამდე ქალმა ბანკის შენობა ცოტა ხნის წინ, პოლიციის თანხლებით დატოვა. დანარჩენი 18 მძევლის გასათავისუფლებლად კი პოლიცია მუშაობას აგრძელებს.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში