Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მეოთხე სტადიაში აღმოვაჩინეთ ფილტვის სიმსივნე...“– ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს

© Facebook / Nanuka Zhorzholiani's Showნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას მოუწოდებს, აუცილებლად გაიკეთონ ჯანმრთელობის ძირეული გამოკვლევა წელიწადში ერთხელ, რადგან სიმსივნე, რომლითაც მისი დედა გარდაიცვალა, ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება.

ჟურნალისტის თქმით, მისი დედის შემთხვევაში მხოლოდ მეოთხე სტადიაში აღმოაჩინეს, რომ მას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. ის მადლობას უხდის ექიმებს, ვინც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ამხნევებდა პაციენტს.

ნანუკა ჟორჟოლიანს დედა 13 ივლისს გარდაეცვალა. ჟურნალისტმა ივლისის დასაწყისში საზოგადოებას სთხოვა ელოცათ მისი დედისთვის. ამ დროს გაიგო მისი მეგობრების დიდმა ნაწილმა, რომ ნანუკას დედა ავად იყო.

ცნობილი ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა. ნანუკა ჟორჟოლიანის პირად სივრცეს კარიერის დაწყებიდან აქტიურად განიხილავენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. ამბობს, რომ მამა სიმკაცრით გამოირჩევა და მას ძალიან ჰგავს.

ექსტრავაგანტული ჟურნალისტი ბევრი ადამიანის ყურადღებას მარტივი ხერხით იქცევს. ჟორჟოლიანი ენერგიით და განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. მას ორი ყოფილი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ოჯახის დანგრევის შემდეგ მისი ცხოვრება დეპრესიებმა და აკვიატებულმა, პანიკურმა ფიქრებმა მოიცვა, რის გამოც ჟურნალისტი მკურნალობდა კიდეც.

ნანუკა პირველად სტუდენტობისას დაოჯახდა. პირველ ქალიშვილთან ერთად ლექციებს ესწრებოდა და გადაღებებზე დადიოდა. იხსენებს, რომ პირველი ოჯახის დანგრევის წინააღმდეგი მამა იყო, რომელსაც ირგვლივ მყოფთა რეაქციების ერიდებოდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ხმამაღლა არაერთხელ ისაუბრა საკუთარ გადაცემასა და სხვა თოქ-შოუებში.

ყველა ახალი ამბავი
0