კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo : National Center for Disease Control and Preventionლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 870 ადამიანი, გარდაიცვალა – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 219 პაციენტია.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 999-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 219 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0