თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ფოთში ძლიერი წვიმის გამო ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, იუწყება „პირველი არხი“.
ქუჩებში გადაადგილება რთული გახდა როგორც ქვეითებისთვის, ისე მსუბუქი ავტომობილებისთვის. ამასთან, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოებიც.
ფოთის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებით, სატუმბები გამართულად მუშაობს, ხოლო დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა სამსახურია მობილიზებული.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ამ პრობლემას აწყდებიან.