ახალგაზრდა მამაკაცი ნიღბით

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/10 ივლისი

86509
(განახლებულია 12:05 10.07.2020)
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 968 ადამიანს შეადგენს, აქედან 844 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4851, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
86509
თემები:
COVID-19 საქართველოში (1184)
ტესტირება კორონავირუსზე

აზერბაიჯანი განაგრძობს თავისი მოქალაქეების გაყვანას საქართველოდან

19
(განახლებულია 16:10 10.07.2020)
საქართველოში თებერვალს მერე ჩარჩენილი აზერბაიჯანელების ჯგუფი საქართველოდან გასვლამდე კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანის კიდევ 200 მოქალაქე დაუბრუნდება საქართველოდან თავის სამშობლოს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, დაბრუნებამდე აზერბაიჯანის მოქალაქეები COVID-19–ზე ტესტს ჩაიტარებენ.

მანამდე აზერბაიჯანელების 178–კაციანმა ჯგუფმა საქართველო 23 ივნისს დატოვა. მათ გაიარეს ტესტირება და კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა.

საქართველომ საზღვარი აზერბაიჯანთან 27 თებერვალს დაკეტა – მას შემდეგ, რაც პირველი ინფიცირებული გამოვლინდა. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

9 ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 22 464 ფაქტი დადასტურდა. აქედან 13 591 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 284.

19
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ეკა ხოფერია

„ჩემი სიხარულის კივილს ისმენდა მთელი სამეზობლო...“- რა მოხდა ჟურნალისტის დაბადების დღემდე?

147
(განახლებულია 14:51 10.07.2020)
ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში დაუჯერებელ ისტორიას ყვება. ნახეთ რა შეემთხვა ჟურნალისტს

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ჟურნალისტი ეკა ხოფერია გუშინ 48 წლის გახდა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტი სახალისო ისტორიას აზიარებს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ეგონა, რომ 49 წლის ხდებოდა.

„ჩემი სიხარულის კივილს ისმენდა მთელი სამეზობლო, ალბათ. რა მაგარია, 48 წლის ვხდები თურმე! ( ციფრებთან ვერ ვარ კარგად), ამ ამბავს ყველას ისე ვუყვები, როგორც საოცრებას. თითქოს ვიღაცამ მაჩუქა ეს წელი“, - წერს ეკა ხოფერია.

პოპულარული ტელეწამყვანი პირველად საკმაოდ პატარა ასაკში დაოჯახდა. მისი თამამი ნაბიჯი უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. პარალელურად ეკა ხოფერია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი იყო და პროფესიულ გამოწვევებს სირთულეების გარეშე უმკლავდებოდა. გამოწვევებთან ერთად  ეკა ახალ მწვერვალებს იპყრობდა. ტელეწამყვანი მეორედ ექიმ მიშა ხუჯაძეზე წლების წინ დაქორწინდა და ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ეკა იხსენებს, რომ ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან.

View this post on Instagram

ჩქიმ ზუგდიდი❤️

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია „იმედში“ ბოლო სამსახური დატოვა, მისი ცხოვრება ახალი გამოწვევების ფონზე განვითარდა. ტელევიზიის გამოჩენილი სახე ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ეკამ ჟურნალის შეფ-რედაქტორობას მოჰკიდა ხელი. მან ჟურნალი „სითი“ დააფუძნა, რომელიც 9 წელია ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს. მორიგი უახლესი სურათი ჟურნალ „სითის“ ახალ ნომერში მოხვდება. ეკა ხოფერია უმცროს ვაჟებთან ერთად პოზირებს. ჟურნალი ფაქტობრივად მის მეოთხე შვილად იქცა. პატარა „ხუჯიკებზე“ ფეხმძიმობის დროს გაჩენილმა იდეამ ძალიან მალე იპოვა საკუთარი ადგილი ქართულ ბაზარზე.

View this post on Instagram

Me and my khujiks ) for @citymagazineofficial @kidsgallery.ge photo @anna_kostomarova

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

47 წლის პოპულარული ჟურნალისტი თანამედროვეობას თვალს უსწორებს და სოციალურ ქსელში მიკრობლოგს უფრო ააქტიურებს. ყველასათვის საყვარელ ეკა ხოფერიას სამი შვილი ჰყავს. როგორც თავად ჰყვებოდა, ტელევიზიაში მუშაობისას ბავშვებთან ხშირად კომუნიკაციას ვერ ამყარებდა, რის გამო ძალიან ღელავდა. ახლა ტელეწამყვანს ახალი პროფესია აქვს. გამოცდილმა ჟურნალისტმა ახალი გამოწვევა რამდენიმე წლის წინ მიიღო, როცა ბომონდური ჟურნალის „სითის“ მთავარი რედაქტორი გახდა.

147
თემები:
სელებრითების ცხოვრება