აია-სოფია

საქართველოს საპატრიარქო აია-სოფიას ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნების მომხრეა

209
საპატრიარქო იმედოვნებს, რომ თურქეთის ხელისუფლება მის განცხადებას არ აღიქვამს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად

თბილისი, 9 ივლისის — Sputnik. ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფიას ტაძარი სტამბოლში კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, ნათქვამია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიიფ ერდოღანმა ადრე განაცხადა, რომ თურქეთის სახელმწიფო საბჭო განიხილავს წმინდა სოფიას (აია-სოფია) საკათედრო ტაძრის სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას (ამჟამად ის მუზეუმის სტატუსს ატარებს). თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის ათასი წლის განმავლობაში, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მხარის ეს განცხადება გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, მნიშვნელოვანია ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნება და განმტკიცება.

„ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება. პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს იმედი აქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაგრძელდება.

ტაძრის სტატუსის შეცვლა ოფიციალურად 10 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

ქართველმა რესტავრატორებმა პარხლის მონასტრის რესტავრაციაში მიიღეს მონაწილეობა >>

აია-სოფიას ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს. დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში ის იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაძარი, მაგრამ შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მთავარ მეჩეთად იქცა. 1935 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი აქვს, ხოლო 1985 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.

209
თემები:
საქართველოს საპატრიარქო (130)
მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

6
(განახლებულია 12:32 13.06.2021)
13 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მემორიალთან იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი მამუკა სეფიაშვილი და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ კერესელიძე.

ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველი იყო იმ მაშველთაგან, ვინც სტიქიის ეპიცენტრში გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას მან 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

Разрушенная наводнением трасса Ваке-Сабуртало и ущелье, где текла речка Вере. Из серии Тбилисское наводнение 13 июня
© Sputnik / Alexander Imedashvili
2015 წლის 13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში2015 წლის 13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში

2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი.

Разрушенная наводнением трасса Ваке-Сабуртало. Из серии Тбилисское наводнение 13 июня
photo: Sputnik / Kakhi Bilanishvili
Разрушенная наводнением трасса Ваке-Сабуртало. Из серии "Тбилисское наводнение 13 июня"

ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.

 

ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.

6
ილო ბეროშვილი

„ჩელესთან ვმეგობრობდი და...“ - ილო ბეროშვილის ყოფილი ცოლი ქმრის მეგობარზე გათხოვდა

26
(განახლებულია 14:37 11.06.2021)
მსახიობ ილო ბეროშვილის ყოფილი ცოლი ქმრის მეგობარზე გათხოვდა და ამის გამო ცნობილი სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ მთავარ გმირს უსიამოვნო განცდა ჰქონდა

ილო ბეროშვილი თათია შარანგიას „სთორიში“ თავისი პირველი ქორწინების შესახებ ალაპარაკდა, რომელიც ტელეწამყვან ნელიკო აგირბასთან აკავშირებდა. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.

აღმოჩნდა, რომ ილოსთვის ნელის მიერ მეორე ოჯახის შექმნა არც ისე მარტივი გადასატანი იყო, რადგან ნელის მეორე მეუღლე მისი მეგობარი იყო და მისთვის პირველ რიგში შვილების განწყობა იყო მთავარი.

ბეროშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, როგორ გარემოში იქნებოდნენ ბავშვები და მისი მეუღლე ანი ბებია იყო პირველი ადამიანი, რომელსაც ბავშვები გააცანო.

„ჩემს შვილებს უყვარდათ ჩელე და ეს იყო ჩემთვის მთავარი, მშობელი ხარ და გინდა, შენი შვილები ბედნიერები იყვნენ. უსიამოვნო იყო ის, როცა ადამიანთან მეგობრობ და მერე… კი, უკვე ორი წლის გაშორებულები ვიყავით, როცა მან მითხრა, ნელისთან ურთიერთობა მაქვსო… მე ვუთხარი მაშინვე, რაზეა ლაპარაკი-მეთქი. ყველა ვარიანტში, როცა ორი შვილი გყავთ და ოჯახი იშლება, ეს მტკივნეული პროცესია“, - აცხადებს მსახიობი.

ნელი მეორე ქორწინებაშიც იყო, თუმცა ეს ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ოთხი წლის წინ, რამდენიმე თვეში დაქორწინების შემდეგ, მისი მეუღლე ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც მისი 13 წლის შვი­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

„კუ­რი­ე­რის“ ყოფილმა წამ­ყვან­მა და მის­მა რჩე­ულ­მა 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იქორ­წი­ნეს. 34 წლის ძი­მის­ტა­რიშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი ვაჟი ჰყავდა, რო­მელ­საც მარ­ტო ზრდი­და. ცოტ­ნე ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლია და წარ­მა­ტე­ბუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხვა ტურ­ნირ­ში.

26
თემები:
ქართველი სელებრითები