ჩუმლაყში ეპიდემიოლოგები მუშაობენ: ერთ-ერთმა ინფიცირებულმა მძღოლმა ამ სოფელში ატამი იყიდა

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაპატრულო პოლიცია და სატვირთო ავტომობილები
საპატრულო პოლიცია და სატვირთო ავტომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტესტი პირველად მძღოლს სომხეთიდან საზღვრის გადმოკვეთის დროს ჩაუტარდა, მაგრამ ანალიზმა მაშინ უარყოფითი პასუხი აჩვენა.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. განმეორებითი ტესტი, რომელიც სომეხ მძღოლს ჩაუტარეს, დადებითი აღმოჩნდა. ის კახეთის სოფელ ჩუმლაყში ატმის საყიდლად იმყოფებოდა.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, კიდევ ერთი პაციენტი – კარანტინის ზონიდან.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

მძღოლს პირველად ანალიზი საზღვრის გადმოკვეთის დროს აუღეს, მაგრამ მაშინ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ინფიცირებული ამჟამად ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, ჩუმლაყში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ცდილობენ ინფიცირებული ადამიანის ყველა კონტაქტი დაადგინონ.

საქართველოში კორონავირუსი სომხეთის სულ ხუთ მოქალაქეს დაუდგინდა. ისინი ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად კორონავირუსი საქართველოში 968 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა სულ 844 პაციენტი, ხოლო ბოლო დღე-ღამეში კლინიკებიდან გაეწერა სამი.

საქართველოში გაიზარდა იმ ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც COVID-19-ს ავლენენ>>

პანდემიის პერიოდში გარდაიცვალა 15 ადამიანი. ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0