კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსული ინფექციით დაავადების შემთხვევებიდან უმეტესობა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს უკავშირდება.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და აქედან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, კიდევ ერთი პაციენტი – კარანტინის ზონიდან, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ტესტი - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად კორონავირუსი საქართველოში 968 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა სულ 844 პაციენტი, ხოლო ბოლო დღე-ღამეში კლინიკებიდან გაეწერა სამი.

პანდემიის პერიოდში გარდაიცვალა 15 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0