პლუს 42 გრადუსი: როდემდე გაგრძელდება ცხელი ამინდები საქართველოში

© Sputnik / STRINGERზაფხულის ცხელი დღე
ზაფხულის ცხელი დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცხელი ამინდები რამდენიმე დღე გაგრძელდება, 9 ივლისიდან კი ტემპერატურა დაიწევს.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება 42 გრადუსს მიაღწიოს და ეს იქნება ზაფხულის სეზონის ყველაზე ცხელი დღე, აცხადებენ სინოპტიკოსები.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომელიც საქართველოში 9 ივლისამდე შენარჩუნდება, ტყის ხანძრების საფრთხეს შექმნის, იუწყება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40-42 გრადუსი, მთიან რაიონებში 35-37, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე 33-35 გრადუსს მიაღწიოს, აღნიშნულია განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 39 გრადუსს, მთაში კი 34 გრადუსს მიაღწევს.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 ივლისს - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 ივლისს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ზღვის სანაპიროზე შტორმი 2-3 ბალს მიაღწევს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა მთიან ზონებში შეიძლება მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

7–8 ივლისს ცხელი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს დედაქალაქშიც – თბილისში ღამით პლუს 23, დღისით კი 38 გრადუსია ნავარაუდევი. 9 ივლისიდან დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

ყველა ახალი ამბავი
0