Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ისრაელში ახალი შეზღუდვები დაწესდა: საქართველოს საელჩო თანამემამულეებს აფრთხილებს

© AP Photo / Sebastian Scheinerისრაელი
ისრაელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელში გასული კვირის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ხელისუფლებამ პრევენციის მიზნით რიგი შეზღუდვები დააწესა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო თანამემამულეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ამ დროისთვის იმყოფებიან, გაფრთხილებას ავრცელებს

ბენიამინ ნეთანიაჰუს ნიღბიანი გამოსახულება პლაკატზე  - Sputnik საქართველო
ისრაელმა უცხოელებისთვის საზღვრების გახსნა გადადო: ცნობილია ვადები

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისრაელის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი ზომები დააწესა. დაიკეტა საბანკეტო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული და საკონცერტო დარბაზები, საცურაო აუზები.

რესტორანში დაშვებულია ერთდროულად არაუმეტეს 20 ადამიანის შეკრება, დახურულ შენობაში კი ყოფნა შეუძლია არაუმეტეს 30 ადამიანს.

ისრაელში გასული კვირის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. კვირის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი და ბოლო ორ დღეში ათასს მიაღწია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას საგანგებო უწოდა და ახალი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობაზე განცხადება გააკეთა.

ისრაელში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების შემთხვევებმა 962-ით მოიმატა და ორშაბათის საღამოსთვის საერთო რიცხვმა 30749-ს მიაღწია. ბოლო დღეს სამი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 334-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0