„გამორჩეული თაობა" – მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

© Government of Georgiaმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 24 საგამოცდო ცენტრში დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული გაუმკლავდება ამ გამოწვევას.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება>>

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. გრანტების კონკურსი გაიმართება 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1-4 აგვისტოს. გამოცდები მასწავლებლებისთვის 22-30 ივლისს ჩატარდება.

„ცნობილი მიზეზების გამო წელს უჩვეულო გარემოში გვიწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, თუმცა დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევის მიუხედავად, აბიტურიენტები მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას. ეს გამორჩეული თაობაა, მათ უკვე დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას. მჯერა, რომ ასეთივე წარმატებით ისინი თავს გაართმევენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს", – განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აბიტურიენტები საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან მათ მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა: ყველაფერი, რაც აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ

„ამავე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები", – აღნიშნა ჩხენკელმა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აბიტურიენტების ჯანმრთელობისთვის სრულფასოვანი აკადემიური და უსაფრთხო გარემო შეექმნა.

"მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს საზოგადოებაში", – აღნიშნა ჩხენკელმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ადგილის დაკავების შემდეგ შეუძლიათ ის მოიხსნან. თუ ისინი საგამოცდო ცენტრში პირბადის გარეშე გამოცხადდებიან, მათ გამოცდაზე არ დაუშვებენ.

თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, თუმცა ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.

ტესტირება კორონავირუსის ანტისხეულებზე - Sputnik საქართველო
ფასიანი იქნება თუ არა PCR-ტესტირება აბიტურიენტებისთვის

აბიტურიენტებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი. სექტორში აბიტურიენტებს შეუძლიათ თან იქონიონ წყალი პლასტმასის ბოთლით და შავი ფერის კალამი. საგამოცდო სექტორში მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი 1 მეტრი იქნება.

თუ აბიტურიენტს გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში არანაირი რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა არ ჰქონდა, საგამოცდო ცენტრში თერმოსკრინინგის დროს კი ტემპერატურა დაუფიქსირდა, იგი გამოცდას იზოლირებულ სივრცეში ჩააბარებს.

ყველა ახალი ამბავი
0