სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ლეჩხუმს ეწვია

556
(განახლებულია 15:31 05.07.2020)
პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა. რამდენიმე დღის წინ ის უჯარმაში და გურიაში იმყოფებოდა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლეჩხუმს ესტუმრა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი.

პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა. რამდენიმე დღის წინ ის უჯარმაში და გურიაში იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა სოფელ ისუნდერში რაჩხას ჩანჩქერი მოინახულა, რომელიც მდინარე ცხენისწყალში ჩადის. სალომე ზურაბიშვილმა ასევე მოინახულა მურის ციხე, რომელიც კლდოვან ქედზეა აშენებული.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე ესტუმრა სოფელ ოყურეშს და ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ენდემური ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახი და მანაგაძეების მარანი მოინახულა, სადაც უსახელოურის ნახევრადტკბილ წითელ ღვინოს ამზადებენ.

როგორც გიორგი მანაგაძემ განაცხადა, ღვინო გამოირჩევა თავისი კეთილშობილი, არომატული თვისებებითა და გემური მაჩვენებლებით. მოდის მხოლოდ ამ მიკროზონაში და ძირითადად სოფელ ოყურეშში. ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებში, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

„ღვინოს ორგანული მეთოდით ვამზადებთ. ვენახსაც, რა თქმა უნდა, ორგანული მეთოდით ვუვლით. ერთმა ძირმა ვაზმა მხოლოდ ორი კილო შეიძლება მოისხას, თუ გვინდა, რომ დავამზადოთ უმაღლესი ხარისხის ღვინო“, - განაცხადა გიორგი მანაგაძემ.

ევროკავშირი საქართველოსთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის >>

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ეტაპობრივად იხსნება ტურისტული ადგილები.

საქართველოს ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო.

556
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (141)
ქეთა თოფურია

„ეს ვინღაა?!“ ქეთა თოფურიას მამაკაცთან ერთად გამოქვეყნებულმა ვიდეომ საზოგადოება დააბნია

1017
(განახლებულია 15:55 07.08.2020)
მომღერალმა ქეთა თოფურიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალური ქსელების მომხმარებლებში გაურკვევლობა გამოიწვია.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას შეყვარებული სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ვეღარ იცნეს. ახალ ვიდეოში, სადაც ის ბიზნესმენ ლევ დენგოვს დაბადების დღეს ულოცავს, ქეთას ხელმომწერები კითხულობენ, ვინ არის ეს მამაკაცი.

View this post on Instagram

🥳❤️

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

საქმე ისაა, რომ ლევ დენგოვმა ბოლო პერიოდში იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. ბიზნესმენს, როგორც ჩანს, მომღერალთან თანაცხოვრება ძალიან მოუხდა და იმიჯის შეცვლაც გადაწყვიტა – წვერი მოუშვა და ახალი ვარცხნილობა აქვს.

View this post on Instagram

🖤 #кетитопурия #forketi

A post shared by Кети Топурия|fan 26.06.17🙌🏻 (@ketatime) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. ორი თვის წინ ბიზნესმენმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ის და A'Studio-ს სოლისტი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.

 

რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

View this post on Instagram

❤️🦁 #кетитопурия #forketi

A post shared by Кети Топурия|fan 26.06.17🙌🏻 (@ketatime) on

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

1017
თემები:
სელებრითების ცხოვრება

ქაოსი თუ სამოთხე: როგორ შეაფასეს თბილისელებმა განახლებული ჭავჭავაძე - ვიდეო

99
(განახლებულია 18:30 07.08.2020)
გარემონტებული ჭავჭავაძის გამზირი ბოლო კვირაში თითქმის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა თბილისელებისათვის. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ და რატომ გაიყო ქალაქის მოსახლეობის აზრი ცენტრალური ქუჩის გარემონსტებასთან დაკავშირებით

თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების გადაადგილების ახალ სქემას უფრო უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. 

რემონტის დროს საგრძნობლად გაფართოვდა საფეხმავლო ზონა და შემცირდა სავალი ნაწილი. ავტობუსების გაჩერებები გზის ცენტრში განათავსეს.

მოძრაობის ახალი სქემის თანახმად, ავტობუსები მათთვის გამოყოფილ რევერსულ ზოლებში გადაადგილდებიან.

მოძრაობის ახალმა სქემამ მომენტალურად გამოიწვია ავტომობილისტების უკმაყოფილება. გამზირის გახსნის პირველ დღეს თბილისი „გაჩერდა“ - გაჩნდა უზარმაზარი საცობები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, ამ მომენტისათვის ჭავჭავაძეზე სიტუაცია გაუმჯობესდა.

რაც შეეხებათ ქვეითებს - ისინი კმაყოფილები არიან, საკმაოდ გაადვილდა და კომფორტული გახდა გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და ფეხითაც, რადგან გამზირზე უამრავი შუიქნიშანი დამონტაჟდა.

ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი - მათთვის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. კახა კალაძის თქმით, მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებამ არჩევანი გააკეთოს მეტროსა და ავტობუსზე და უარი თქვას კერძო ტრანსპორტზე.

99