გამვლელები ბაქოს ქუჩებში

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 ათასს აღწევს

75
(განახლებულია 11:28 06.07.2020)
პანდემიის დაწყებიდან აზერბაიჯანში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 19 267 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 10 820, გარდაიცვალა 235 ადამიანი.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

ამასთან, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში გამოჯანმრთელდა 395 ინფიცირებული, ხოლო შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

მთლიანობაში თებერვლის ბოლოდან დღემდე აზერბაიჯანში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 19 267 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 10 820, გარდაიცვალა 235 ადამიანი.

ამჟამად მკურნალობს 8212 პაციენტი.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარდა 502 965 ტესტი, აქედან 7137 – გასულ დღე–ღამეში.

აზერბაიჯანის ზოგიერთ რაიონში 5 ივლისის 06:00 საათამდე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ამ ტერიტორიებზე შეჩერებულია ყველა სახის სამუშაო, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა. მუშაობისა და გადაადგილების უფლება აქვთ მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე მოქალაქეებს.

75
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1062)
გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში

„ფოტოგრაფები საქართველოსთვის“: დაიწყო პროექტი შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის

55
(განახლებულია 18:12 07.08.2020)
სამეგრელოში გამართულ  ტურში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილიც

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით,  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „ფოტოგრაფები საქართველოსთვის“ დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ახალი პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის“ შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ფოტოტურები უკვე გაიმართა აჭარაში,  ხევსურეთსა და სამეგრელოში, სადაც  გადაღებული ფოტოები უკვე გავრცელდა სხვადახვა სოციალური ქსელებითა და ავტორთა ბლოგების საშუალებით. ტურებში ფოტოგრაფებთან ერთად ჩართულები არიან გიდები და სატრანპორტო კომპანიები.

„ტურების შედეგად უკვე მომზადდა ულამაზესი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმვისას გამოვიყენებთ. ამ პროექტით ხელს ვუწყობთ შიდა ტურიზმის სტიმულირებას და კოვიდით დაზარალებული პროფესიების: ფოტოგრაფების, გიდების, ტურისტული სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების დასაქმებას და მათი ცოდნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას". - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

სამეგრელოში გამართულ  ტურში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილიც.

  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
1 / 4
გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში

„პროექტი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, ტრანსპორტთან ერთად გამოყოფილი იყო გიდიც, რომელმაც შეგვირჩია ადგილები, დაგვათვალიერებინა სხვადასხვა ლოკაციები. რამდენიმე საათიც არ გასულა, რაც სამეგრელოს შესახებ ფოტო ალბომი ავტვირთე სოციალურ ქსელში და უკვე რამდენიმე ათასი მოწონება და გაზიარება აქვს, რაც ძალიან მახარებს“, - აღნიშნა გიორგი შერმაზანაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის მიზანი COVID-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

55
თემები:
ტურიზმი საქართველოში
ქეთა თოფურია

„ეს ვინღაა?!“ ქეთა თოფურიას მამაკაცთან ერთად გამოქვეყნებულმა ვიდეომ საზოგადოება დააბნია

1252
(განახლებულია 15:55 07.08.2020)
მომღერალმა ქეთა თოფურიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალური ქსელების მომხმარებლებში გაურკვევლობა გამოიწვია.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას შეყვარებული სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ვეღარ იცნეს. ახალ ვიდეოში, სადაც ის ბიზნესმენ ლევ დენგოვს დაბადების დღეს ულოცავს, ქეთას ხელმომწერები კითხულობენ, ვინ არის ეს მამაკაცი.

View this post on Instagram

🥳❤️

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

საქმე ისაა, რომ ლევ დენგოვმა ბოლო პერიოდში იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. ბიზნესმენს, როგორც ჩანს, მომღერალთან თანაცხოვრება ძალიან მოუხდა და იმიჯის შეცვლაც გადაწყვიტა – წვერი მოუშვა და ახალი ვარცხნილობა აქვს.

View this post on Instagram

🖤 #кетитопурия #forketi

A post shared by Кети Топурия|fan 26.06.17🙌🏻 (@ketatime) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. ორი თვის წინ ბიზნესმენმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ის და A'Studio-ს სოლისტი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.

 

რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

View this post on Instagram

❤️🦁 #кетитопурия #forketi

A post shared by Кети Топурия|fan 26.06.17🙌🏻 (@ketatime) on

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

1252
თემები:
სელებრითების ცხოვრება
სასწრაფო დახმარება ჩინეთში

პოტენციური ეპიდემიის საფრთხე: ჩინეთში ჭირის შემთხვევის გამო ქალაქი დაიკეტა

0
(განახლებულია 19:21 07.08.2020)
ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქალაქი ადამიანებში ჭირის პოტენციური ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ დაკეტა ის

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik.  რამდენიმე დღის წინ ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით და ამასთან ნაწილობრივი კარანტინი შემოიღო, იუწყება Daily Mail-ი ქალაქ ბატოუს ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, 2 აგვისტოს იქ ერთი ადამიანი დაიღუპა ჭირით, ხოლო 35 კაცი იზოლაციაზეა გადაყვანილი. ლაბორატორიული ტესტებით დადგინდა, რომ ექიმებს საქმე ნაწლავების ჭირთან აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის კარანტინზე გადაყვანილ პაციენტებს დაავადების ნიშნები არ გამოვლენიათ.

მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქალაქი ადამიანებში ჭირის პოტენციური ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ რეგიონი დაკეტა.

ბუბონური შავი ჭირი: მონღოლეთში კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა>>

შეგახსენებთ: მანამდე ჩინეთში შავი ჭირის ბუბონური ფორმა დაუფიქსირდა ერთ-ერთ მესაქონლეს ქალაქ ბაიან-ნურში, რის შემდეგაც ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა სპეციალური რეკომენდაციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

0
თემები:
მსოფლიო დღეს