თბილისში იმოძრავებს მიკროავტობუსი, რომელიც საკვებს უფასოდ დაარიგებს

CC0 / Pixabay / სენდვიჩი
სენდვიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება. ნახეთ, როგორ უნდა მიიღოთ უფასო საკვები.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. სოციალურ ქსელში „დედების ფონდი“ განცხადებას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ მათთვის, ვინც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, ელემენტარული პურის შეძენის საშუალება არ აქვს შვილებისთვის, იმოძრავებს მიკროავტობუსი, რომელიც საკვებს უფასოდ დაარიგებს.

 

ორგანიზაცია მოუწოდებს კომპანიებს, შესწირონ სურსათი, ვისაც რა შეუძლია, ან გაუკეთონ შეღავათი პროდუქტის შეძენისას, რადგან ყველას ვალია ამ ადამიანების შიმშილისგან გადარჩენა.

სკანდალური ქველმოქმედება: დაპატიმრებულია 118 ბავშვის მშვილებელი ქალი >>>

მათ კი, ვისაც სურს უფასო საკვები მიიღოს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ გვერდზე: http://www.pondi.ge/food

ინფორმაცია მიკროავტობუსის მარშრუტთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ „დედების ფონდის“ გვერდზე განთავსდება.

მსურველებს შეუძლიათ ასევე ისარგებლონ ცხელი ხაზით: +995 322 19 78 08, პროდუქტების მისაწოდებლად კი კომპანიებისთვის გამოყოფილია ნომერი: 557599995.

ყველა ახალი ამბავი
0