კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ინფექციის შიდა გადაცემა ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთია ინფიცირებულის კონტაქტი, ხოლო დანარჩენი შემოტანილი შემთხვევებია, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ტესტი - Sputnik საქართველო
პლუს 23: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

კერძოდ, ახალი ინფიცირებულებიდან ექვსი ტრაილერის მძღოლია, კიდევ ერთი – ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა.

ამჟამად საქართველოს COVID-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 87%-ს მიაღწია.

ამ დროისათვის ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 939 ადამიანი შეადგინა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 817, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინში იმყოფება 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 242 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0