Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძის მოდური დაბადების დღე – ფოტოები წვეულებიდან და მეუღლის ულამაზესი საჩუქარი

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერს და თბილისის მერის მეუღლეს ანუკი არეშიძეს იუბილე ჰქონდა. ნახეთ როგორ აღნიშნა დაბადების დღე წყნეთში.

თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი ანუკი არეშიძე გუშინ 31 წლის გახდა. დიზაინერი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, შესაბამისად, ხელმომწერებს ხშირად უზიარებს მის ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეებს. ანუკის დაბადების დღე გვიან ღამით მიულოცა კახა კალაძემ. უმშვენიერეს მეუღლეს მან ყვავილების ულამაზესი თაიგული მიართვა.

საღამოს კი კალაძეების ფეშენებელურ აგარაკზე დიზაინერის მეგობრები შეიკრიბნენ, რომლებმაც მისი დაბადების დღე ღია ცის ქვეშ აღნიშნეს. როგორც ჩანს, დიზაინერმა, შარშანდელი წლისგან განსხვავებით, გადაწყვიტა წელს დაბადების დღე შედარებით მოკრძალებულად აღენიშნა, რასაც მისი მეგობრების მიერ გამოქვეყნებული მხოლოდ რამდენიმე კადრი მოწმობს.

ანუკი სტუმრებს თავად გაუმასპინძლდა. ბუნებრივია, დაბადების დღეზე ანუკისთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ვაჟები, რომლებმაც დედას ორი დღით ადრე ორი საჩუქარი უსახსოვრეს – საკუთარი ხელით შექმნილი ხის სავარძელი და მაკარონებით გაფორმებული ნახატი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. გახარებულმა დედამ პოზიტიური ვიდეო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდის მანძილზე ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა.

თბილისის მერს კახა კალაძეს და ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ქორწინების 12 წლის იუბილე აქვთ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს რომანტიკული ფოტოთი ამცნო. შარშან ამ დროს წყვილმა ქორწინება ეკლესიურადაც დააკანონა და გრემში ჯვარი დაიწერა. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.

ყველა ახალი ამბავი
0