Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის

© Pixabay / Ildigoგერმანიის დროშა
გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შეეხება ევროკავშირის არაწევრ 11 ქვეყანას, მათ შორის: ავსტრალიას, საქართველოს, იაპონიას, კანადას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვაისა და ჩინეთს

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. გერმანიის მთავრობამ ევროკავშირის მიერ შემუშავებული იმ 15 ქვეყნის სიიდან, რომელთათვის რეკომენდებულია საზღვრების გახსნა 1 ივლისიდან, შეზღუდვები 11 ქვეყანას მოუხსნა. ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველო, ნათქვამია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ ივლისს მიიღო. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შეეხება ევროკავშირის არაწევრ 11 ქვეყანას, მათ შორის: ავსტრალიას, საქართველოს, იაპონიას, კანადას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვაისა და ჩინეთს.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
ნიდერლანდები საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების მოხსნა არ შეეხება იმ ქვეყანებს, რომელთა მოქალაქეებს შეზღუდვები მანამდე ევროკავშირმა მოუხსნა. იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან დაკავშირებით შეზღუდვები შემსუბუქდება შესვლის შესაძლებლობების საპასუხო დაშვებიდან გამომდინარე.

უფრო ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში ჩართვის შესახებ ქვეყნის წარმატების აღიარება უწოდა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო, განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

ტურისტული სფერო საქართველოში კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან ხელისუფლებამ საზღვრები ამა წლის მარტში დაკეტა.

თურნავა: არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს პერიოდში გავხსნათ ფრენები >>

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 931-ია, აქედან გამოჯანმრთელდა 794, გარდაიცვალა - 15.

ყველა ახალი ამბავი
0