ქეთა თოფურია - მომღერალი

სახლი სამზარეულოს გარეშე და ცოცხალი კედლები ქეთა თოფურიას მდიდრული აპარტამენტი მოსკოვში

83281
(განახლებულია 19:57 01.07.2020)
ქეთა თოფურიას მოსკოვში ფეშენებელური ბინა აქვს – ულამაზესი ინტერიერით და ნათელი ფერებით. ნახეთ სახლის ფოტოები.

ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, 2005 წელს A'Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა საცხოვრებლის დიზაინი რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს მიანდო.

ლელა ქავთარაძეც წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა. რუსული ესტრადის ბევრი ვარსკვლავის სახლი თუ აგარაკი მოუწყვია და გაულამაზებია. მის შესახებ რუსეთში ხშირად წერენ, მისი სტუდია ერთ-ერთ გამორჩეულად მიიჩნევა, მისი გაფორმებული რესტორნები თუ ოფისებიც უკვე არც ისე ცოტაა, თუმცა საქართველოში მას ნაკლებად იცნობენ.

100 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი და მომღერალი აქ იმ პერიოდში გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც ბიზნესმენ ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად, მანამდე მომღერალი დედასთან ერთად მუქ ფერებში გადაწყვეტილ ბინაში ცხოვრობდა.

მოსკოვში, მეტრო „დინამოსთან“ არსებული ბინა ნათელ ფერებშია, არ აქვს სამზარეულო და კედლებზე მცენარეების ცოცხალი დეკორაციებია. როგორც ქეთა ამბობს, გრაფიკიდან გამომდინარე, არასდროს აქვს იმის დროს, რომ სამზარეულოში იტრიალოს, შესაბამისად, სამზარეულოსაც სახლში ფუნქცია დაკარგული აქვს, თანაც ყველამ იცის, რომ მისი საყვარელი საჭმელი კარტოფილის ფრი და სტეიკია, რისი მომზადებაც სახლში აუცილებელი არ არის.

მომღერალმა საყვარელ დიზაინერს წყნეთში ფეშენებელური ვილაც ააშენებინა, სადაც ზაფხულობით შვილთან ერთად ატარებს დროს. ამჟამად მომღერალი ახალ ბოიფრენდთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ სახლში.

83281
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2132)
ევა ბარბაქაძე

ევა ბარბაქაძე ყაზბეგის მთებში საცურაო კოსტიუმში პოზირებს - პიკანტური ფოტო

48
(განახლებულია 15:26 29.09.2020)
მსახიობის ერთადერთმა ქალიშვილმა უნივერსიტეტის დაწყებამდე მდიდრული დასვენება მოიწყო. ევა ყაზბეგში ცეცხლოვანი საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა. როგორ გამოიყურება წონაში მომატებული გოგონა?

მსახიობის ქალიშვილმა დასვენება მთებში გადაწყვიტა. მანამდე კი, ზღვისპირა ქალაქში შეყვარებულთან ერთად ეწვია. ულამაზესმა გოგონამ მთიდან გადაღებული რამდენიმე ფოტოკადრი გამოაქვეყნა. ევა ერთ-ერთ ლამაზ სასტუმროში საურაო კოსტიუმში პოზირებს. აღსანიშნავია, რომ გოგონამ წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა კილოგრამები მისთვის არაფერს აღნიშნავს. ევა კვლავ შეუდარებლად და უფრო მომხიბლავად გამოიყურება. უახლესი ფოტოები გოგონას ოფიციალური გვერდიდანაა. 

View this post on Instagram

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

პოპულარული დედა-შვილის გარშემო სკანდალური ჭორები არ წყდება. შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.

View this post on Instagram

😜

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მტკივნეული ცხოვრებისეული გამოცდილების გამო, შორენამ ახალი გადაცემა წამოიწყო. „შორენას ეფექტი“- ასე ჰქვია მის თოქ-შოუს, რომელიც ამ კვირაში გავა ეთერში. მსახიობი და ტელეწამყვანი სხვადასხვა პრობლემის მქონე გოგონებს საკუთარი თავის ახლბურად აღმოჩენაში დაეხმარება.

View this post on Instagram

💙

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

ბოლო პერიოდის მანძილზე დედა-შვილს  სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა – სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა. მას უკვე 82 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

View this post on Instagram

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

დედასთან შედარებით თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა. ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა.

48
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2132)
რთველი

რთველი 2020: მევენახეებმა 207 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

29
(განახლებულია 14:31 29.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა

 

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 207 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული.

29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა „რქაწითელი“, 52 ათასი ტონა „საფერავი“, 3,6 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.



29
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საპატრულო პოლიცია

სექსუალური ძალადობა: იმერეთში 17 წლის გოგონაზე ოჯახის ახლობელმა იძალადა

0
(განახლებულია 15:28 29.09.2020)
მე–12 კლასის მოსწავლე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარია – ამ დროისთვის მოზარდთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

 

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2. 

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო გარყვნილ ქმედებაში ბრალს ოჯახის ახლობელს სდებენ. მამაკაცზე შემაკავებელი ორდერი უკვე გაიცა.

ამ დროისთვის 17 წლის მოზარდთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მე–12 კლასის მოსწავლე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარია. 

ამ დროისთვის დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში