ავიაკომპანია Georgian Airways

რომელ ქვეყნებში შეძლებთ საქართველოდან გაფრენას? ივლისში დაგეგმილი ავიარეისების განრიგი

9121
(განახლებულია 19:43 01.07.2020)
საქართველოს დედაქალაქიდან ავიაფრენები ისრაელისა და ევროპის ოთხი ქვეყნის მიმართულებით განხორციელდება.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ივლისში დაგეგმილი ფრენების განრიგი გამოაქვეყნა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი იყო.  

საქართველო 1 ივლისიდან კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს გახსნის, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებას 1 აგვისტომდე არ გეგმავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული.

საქართველოდან ისრაელის მიმართულების პირველი რეისი 2 ივლისს განხორციელდება. გარდა ამისა, ფრენები დაგეგმილია ევროპის ქალაქებშიც. მთლიანობაში, ამ თვეში დაგეგმილი ფრენების განრიგი ასეთია: 

Расписание полетов Georgian Airways на июль
ავიაკომპანია Georgian Airways-მა ივლისში დაგეგმილი ფრენების განრიგი გამოაქვეყნა

გუშინ ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, ვისზეც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საზღვრის გახსნის რეკომენდაცია ეძლევათ. საქართველომ, თავის მხრივ, საერთაშორისო ავიამიმოსვლის გახსნა 1 აგვისტომდე გადადო. მიზეზი – იმ ქვეყნებში შექმნილი ეპიდვითარებაა, საიდანაც საქართველო ტურისტების ნაკადს ელოდება.

ტურისტული სფერო კორონავირუსის შედეგად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა, რამდენადაც ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მარტში საზღვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაკეტა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 931 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 795, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

9121
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (153)
სანთლები ეკლესიაში

გარდაიცვალა ქართველი პოეტი მურმან ჯგუბურია

119
(განახლებულია 21:15 06.08.2020)
პოეტის ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულ, უკრაინულ და პოლონურ ენებზე. თავად ჯგუბურიამ ივან ბუნინის ლექსები თარგმნა ქართულად

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქართველი პოეტი და მთარგმნელი მურმან ჯგუბურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 82 წლისა გარდაიცვალა.

პოეტი ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორი იყო: „ყოფილ, ყოფილა, რა ყოფილა“, „გაზაფხული მოსდევს ზამთარს“, „რჩეული“, „შუადღის კარი“ და სხვ.

დაწერილი აქვს რომანი „ორი თვალი“. ქართულად თარგმნა ივან ბუნინის ლექსები. პოეტის ლექსები კი ნათარგმნია რუსულ, უკრაინულ და პოლონურ ენებზე.

ჯგუბურიას 8 აგვისტოს 14:00 საათზე მახათას მთაზე საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. მას მახათას მთაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

119
სასაზღვრო პუნქტი „წითელი ხიდი

საქართველოდან სამშობლოში აზერბაიჯანის კიდევ 200 მოქალაქე ბრუნდება

73
(განახლებულია 20:50 06.08.2020)
აზერბაიჯანის მოქალაქეებთან ერთად საქართველოდან ევაკუირებული იქნებიან ის ქართველებიც, რომლებსაც აზერბაიჯანში ცხოვრების უფლება აქვთ

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოდან აზერბაიჯანის კიდევ 200 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანის მოქალაქეებთან ერთად საქართველოდან გაყვანილი იქნებიან ის ქართველებიც, რომლებსაც აზერბაიჯანში ცხოვრების უფლება აქვთ.

პარასკევს, 7 აგვისტოს ყველა მათგანს თბილისის ლაბორატორიაში COVID–19–ზე ტესტირება ჩაუტარდება. ვისც ვირუსი არ აღმოაჩნდება, სპეციალურ სერტიფიკატს გადასცემენ.

შემდეგ მათ 8 აგვისტოს სპეციალური ავტობუსებით თბილისში აზერბაიჯანის საელჩოდან სასაზღვრო პუნქტ „წითელ ხიდამდე“ გადაიყვანენ.

პანდემიის პერიოდში აზერბაიჯანში საქართველოს გავლით ათასზე მეტი აზერბაიჯანის მოქალაქე გავიდა.

73
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტები

ეროვნულმა ბანკმა ორი მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა

0
საკოლექციო მონეტები ორ თემას ეძღვნება – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავსა და დედამიწის დღეს

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

საკოლექციო მონეტების დიზაინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავისა და დედამიწის დღის თემებზე უნდა შეიქმნას.

„2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე თემას, ეკოლოგიური პრობლემის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკმა გადაწყვიტა, შეუერთდეს ამ გლობალურ ინიციატივას და 2021 წელს დედამიწის დღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც მიზნად ისახავს ამ აქტივობების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ევროპის საბჭოში გაწევრიანების იუბილე ვერცხლის მონეტით აღნიშნა>>

ახალი კონკურსის პირობები საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის თაობაზე ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა