რა მოთხოვნები ირღვევა ახლადგახსნილ რესტორნებში: ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმების შედეგები

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ რესტორანში
თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფერაძის განცხადებით, პანდემიის დროს შესასრულებელი წესების შემუშავების პროცესში ჩართული იყო მაქსიმალური რაოდენობის კვების ობიექტი.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოში 54 შემოწმებული რესტორნისა და კვების ობიექტიდან დაჯარიმდა 23, მოთხოვნებს კი 31 ობიექტი შეესაბამება. დაჯარიმებული ობიექტების მფლობელებს სანქციის გასაჩივრება შეუძლიათ, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

რამდენი სასტუმრო აკმაყოფილებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს >>

ფერაძემ რესტორნებისა და კვების სხვა ობიექტების მფლობელებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, როგორც რესტორნების, ისე სასტუმროების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

სასტუმრო Radisson Iveria  - Sputnik საქართველო
საქართველოში სასტუმროები იხსნება: რეკომენდაციები პერსონალისა და სტუმრებისთვის

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგეგმა 1 607 სასტუმროს შემოწმება, რომელთაგან მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა და ნებართვა გაცემულია 588 სასტუმროზე. მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 326-მა სასტუმრომ. ნებართვა ვერ მოიპოვა და გადავადება შემოწმებისთვის ითხოვა 693-მა სასტუმრომ.

„ამ მიმართულებით სტატისტიკური მონაცემები დადებითია ბოლო პერიოდში და ჩვენ უკვე ეტაპობრივად არა მხოლოდ სარესტორნო ბიზნესის, არამედ სხვადასხვა სექტორული მიმართულებით გავაგრძელებთ მონიტორინგს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ბიზნეს-ოპერატორს, მაქსიმალურად დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული“, – განაცხადა ფერაძემ.

რესტორნები ამუშავდა - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველა რესტორანი იხსნება - ძირითადი მოთხოვნები

რესტორნების წარმომადგენლებს შეუძლიათ სანქციები გაასაჩივრონ, თუმცა ჯარიმები ძირითადად დისტანციის დარღვევაზე არის გამოწერილი, განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, პანდემიის დროს შესასრულებელი წესები ბიზნეს-ასოციაციებთან ერთად შემუშავდა და პროცესში ჩართული იყო მაქსიმალური რაოდენობის სარესტორნო და კვების სხვა ობიექტი.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, წესები სავალდებულოდ შესასრულებელია, რათა საზოგადოების ჯანმრთელობა დაცული იყოს.

„ის თამაშის წესები, რაც განვსაზღვრეთ, არის ფუნდამენტურად სავალდებულოდ შესასრულებელი, რათა თქვენი, საზოგადოების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა იყოს დაცული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფერაძის განმარტებით, ძირითადად საუბარია დისტანციის დარღვევაზე.

კაფეების რიგი აღმაშენებლის კვარტალში - Sputnik საქართველო
კაფეები და რესტორნები: უსაფრთხოების წესები

„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არასწორად მოხდა სანქციების გამოყენება, შეუძლია გასაჩივრების მექანიზმი გამოიყენოს. თუმცა, მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თითოეული პუნქტი მაქვს შესწავლილი და იქ იყო დისტანციის დარღვევაზე საუბარი, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რათა ვირუსის გავრცელებას შევუშალოთ ხელი და სხვადასხვა ბიზნეს-სუბიექტებთან კონკურენცია სამართლიანი იყოს“, – განაცხადა ფერაძემ.

ყველა ტიპის რესტორანი, ბარები და კაფეები 8 ივნისს გაიხსნა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, როგორც დაწესებულებების მფლობელებს, ისე სტუმრებს მთელი რიგი სავალდებულო მოთხოვნების შესრულება უწევთ. საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

ყველა ახალი ამბავი
0