ლაბორატორია

საშიში ინფექცია: რამდენი ადამიანია დაავადებული საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით

79
(განახლებულია 20:40 30.06.2020)
ამ დროისათვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დიაგნოზით ერთი პაციენტი იმყოფება, რომელიც მალე დატოვებს კლინიკას.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში წლის დასაწყისიდან ყირიმ-კონგოს ცხელების ათი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დიაგნოზით ამჟამად ერთი პაციენტი იმყოფება, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა და მალე დატოვებს კლინიკას.

„ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და ალბათ მალე კლინიკას დატოვებს. საეჭვო ყირიმ-კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომლებთანაც გამოირიცხა ყირიმ-კონგოს დიაგნოზი და ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინიც დატოვებენ კლინიკას", – განაცხადა ეზუგბაიამ.

ყირიმ-კონგოს ცხელება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. დაავადება იწყება ტემპერატურის მატებით, 38-40 გრადუსამდე იზრდება ტემპერატურა, იმის მიხედვით, თუ როგორია ორგანიზმის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ამ დროს კანზე, თვალებზე, ლორწოვან გარსზე ვითარდება სისხლჩაქცევები.

ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. ინფექცია ტკიპებით გადადის.

დაავადების სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება: ტემპერატურის მატებასთან ერთად მიალგია (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი, ზურგის ან წელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ანთება, ფოტოფობია (სინათლისადმი მგრძნობელობა). შეიძლება განვითარდეს პირღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელსა და ყელში, რომელსაც მოსდევს განწყობის ხშირი ცვლა და ცნობიერების აღრევა.

ორი-ოთხი დღის შემდეგ აღგზნება შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიით, დაღლილობით, ხოლო მუცლის ტკივილის ლოკალიზება მარჯვენა ზედა ნაწილში მოხდეს.

მძიმე რეალობა: პანდემია ძალას იკრებს – ჯანმო განცხადებას ავრცელებს>>

ყირიმ-კონგოს დაავადების სხვა ნიშნებია: ტაქიკარდია (გაძლიერებული გულისცემა), ლიმფური კვანძების გაზრდა, გამონაყარი პირში, ყელში ან კანზე. ჩვეულებრივ, შეინიშნება ჰეპატიტის ნიშნები. მძიმედ დაავადებულ ადამიანებში მეხუთე დღის შემდეგ შეიძლება სწრაფად გაუარესდეს თირკმელების ფუნქციების მუშაობა და განვითარდეს მოულოდნელი ღვიძლის ან ფილტვის უკმარისობა.

79
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (201)
კოღო

შეიძლება თუ არა კოღო კორონავირუსის გადამტანი გახდეს? - იმნაძის პასუხი

102
სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღო, რომელიც ინფიცირებულს უკბენს, შეიძლება ინფექციის გადამტანი გახდეს

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. კოღო კორონავირუსული ინფექციის გადამტანი არ არის, ასე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღოები, რომლებიც ინფიცირებულს უკბენენ, შეიძლება კორონავირუსული ინფექციის გადამტანები გახდნენ. ეს ვარაუდი იმნაძემ უარყო.

„არა, დამშვიდდით, რადგან ეს წვეთოვანი ინფექციაა. გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინფექცია ჰაერითაც გადადის, ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას ვაქცინის ეფექტურობაზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ისგან იმუნიტეტი არ გამომუშავდება.

„აქ საუბარია ანტისხეულების ტიტრზე, არსებობს მონაცემები, რომ ეს ანტისხეულები შეიძლება გაქრეს ორ-სამ თვეში, მაგრამ ესაა იმუნიტეტი არა მხოლოდ ანტისხეულებზე, ესაა იმუნიტეტი ე.წ. Т-ლიმფოციტების მეხსიერებაზე, როდესაც ორგანიზმი კვლავ ხვდება იმავე ანტიგენს და Т-ლიმფოციტები გამოიმუშავებენ ამ შემთხვევაში ანტისხეულებს. ამ საკითხზე ახლა დიდი კვლევა ტარდება, რამდენად არის ეს Т-ლიმფოციტების მეხსიერებაში. ასე რომ, ეს საკითხები არ არის უიმედო და ვაქცინამ შეიძლება კარგად იმოქმედოს“, - აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 995 შეადგინა. გამოჯანმრთელებული კვლავ 857 ადამიანია. პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, 31 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის, 28 სამხედრო მოსამსახურე, სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდანაა ჩამოყვანილი. კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, სტაციონარებში - 219.

102
თემები:
COVID-19 საქართველოში
კალიასთან ბრძოლა

საქართველოს რეგიონებში კალიასთან ბრძოლა გრძელდება

48
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაამუშავა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში 38 ათასი ჰექტარი ფართობი

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. საქართველოში კალიების გავრცელების არეალი წელს ბევრად ფართოა, ვიდრე შარშან. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ნიკა მესხმა განაცხადა.

მესხის სიტყვებით, კალიების გავრცელებას ხელი შეუწყო გლობალურმა დათბობამ. ახლა მავნებელთან ბრძოლაში სპეცტექნიკა მონაწილეობს.

ბოლო მონაცემებით, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დამუშავებულია 38 ათასი ჰექტარი ფართობი.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება.

იტალიური კალია Acrididae-ს ოჯახს ეკუთვნის. მწერის გავრცელების დიაპაზონი ვრცელდება ჩრდილოეთ აფრიკიდან და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან ცენტრალური ევროპის, ცენტრალური აზიის, მონღოლეთისა და დასავლეთ ციმბირის ტერიტორიებამდე. კალია ივლისიდან ოქტომბრამდე მშრალ, თბილ ადგილებში ბინადრობს, ირჩევს მინდვრებსა და ქვიან სტეპებს, კარიერებს, ქვიშის დიუნებს. აზიანებს ბაღჩეულს, კარტოფილს, მარცვლოვან კულტურებსა და სხვ.

48
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 14 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:37 13.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

14 ივლისი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

ესაა პროვოკაციებისა და ცდუნებების, ასევე მონანიების, პატიების დღე. ძალიან დიდ სარგებელს მოიტანს ამ დღეს სახლის საფუძვლიანი დალაგება, გაწმენდა, ზედმეტი ნივთების გადაყრა.

არასასურველი დღეა ურთიერთობებისთვის.

რეკომენდებულია: მარტივი საკითხების გადაჭრა, ადრე დაწყებულის დასრულება, აზრის მარტივად, მინიშნებების გარეშე გამოთქმა და საერთოდ, სჯობს ნაკლები ლაპარაკი და ურთიერთობები, შინაგანი სიმშვიდისა და წონასწორობის გამოხატვა, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის შორს დაჭერა, სიმტკიცის გამოჩენა.

არარეკომენდებულია: ბიზნესის საქმეები, რამე მნიშვნელოვანის გაკეთება, მოლაპარაკებები, საკუთარი აზრებისა და იდეების გაზიარება.

მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დღეა. სჯობს, შორ გზას არ დაადგეთ.

კუროს ნიშანი სიყვარულისთვის კარგი დროა. ამ დღეს ქალები განსაკუთრებით მომხიბლავი ხდებიან. ამ დღეს დაწყებული რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გასტანს და სტაბილური იქნება.

თმის შეჭრა, შეღებვა: კუროს დღეები კარგია სალონში ვიზიტისთვის. თმა კარგად გაიზრდება და გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა.

არახელსაყრელი დღეა ნიღბების გასაკეთებლად.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ნაყოფიერი ნიშანია. დასაშვებია მცენარეების დარგვა–გადარგვა, ფორმის მიცემა, მავნებლებთან (მღრღნელებთან) ბრძოლა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

უნდა შეზღუდოთ ნიადაგის დატენიანებისა და სასუქის მიცემის სამუშაოები. შეიძლება სარეველებისგან გაწმენდის „არააგრესიული“ სამუშაოები.

0