Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნოდიკო ტატიშვილი ულამაზეს დედასთან ერთად მხიარულ დროს ატარებს – სახალისო ვიდეო

© Facebook / Nodiko Tatishviliნოდიკო ტატიშვილი
ნოდიკო ტატიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა ის დროა, რომ მშობლებს მეტი დრო დავუთმოთ. ნოდიკო ტატიშვილი ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია, რომელიც მშობლებს განსაკუთრებულად ანებივრებს. ნახეთ უსაყვარლესი ვიდეო, რომელიც ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით.

ივნისის ცხელ დღეებს ნოდიკო უსაყვარლეს დედასთან ერთად ატარებს. აგარაკზე დასასვენებლად წასულებმა სასაცილო ვიდეოს გადაღება გადაწყვიტეს. ნოდიკომ ვიდეო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ნოდიკოს პოზიტიური დედა მაია ურიგაშვილია, რომელსაც შვილის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ერთ-ერთ ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ ნოდიკოს ჯერ აკრიტიკებს და მხოლოდ შემდეგ – აქებს.

პოზიტიური და ქართველი მსმენელის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალი მშობლებთან ერთად ეკრანებზე არაერთხელ გამოჩენილა. მისი ჰიტები ყოველთვის აქტუალურია. ნოდიკოს და მისი მშობლების თბილი ურთიერთობა ფოტოებითა და ერთობლივი ინტერვიუებით იგრძნობა. არტისტს დედასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვს. დედა-შვილი საჯარო სივრცეებში ერთად ხშირად ჩნდება. გარდა ამისა, ნოდიკოს დიდი სურვილით ისინი საზღვარგარეთ მოგზაურობენ, სადაც ოჯახი უფრო მეტად ერთიანდება. ნოდიკო გადატვირთული გრაფიკისა და გადაღებების გამო მშობლებს არც ისე ხშირად ნახულობს, თუმცა კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა. უსაყვარლესი ვიდეო პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით. ნახეთ, როგორ გამოიყურება მხიარული დედა-შვილი ერთად.

ნოდიკო ხშირად მოგზაურობს. მის სიმღერებში ევროპული ჟღერადობა იგრძნობა, ხოლო დუეტში ჩაწერილი სიმღერები დიდ გამოხმაურებას იმსახურებენ. მისი და სალომე ბაკურაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ ერთი წლის მანძილზე 12 მილიონი ნახვა დააგროვა. მომღერლის უშუალო, პოზიტიური და ხშირად გულწრფელი ემოციები მაყურებელში დიდ სითბოს იწვევს. მშობლებთან ერთად მოგზაურობის პერიოდში სოციალურ ქსელში არტისტმა უამრავი თბილი ფოტო გამოაქვეყნა. ნოდიკო ტატიშვილი ქართულ შოუბიზნესში იმითაცაა გამორჩეული, რომ სკანდალებში არ ეხვევა.

33 წლის შემსრულებელი მრავალი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეა. მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია“. 2013 წელს ნოდიკო ტატიშვილი სოფო გელოვანთან ერთად, თბილისში ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. კონკურსი შვედეთის ქალაქ მალმიოში ჩატარდა. აქ ნოდიკომ და სოფომ საკუთარი თავი ღირსეულად წარადგინეს, თუმცა სიმღერამ Waterfall მათ მე-15 ადგილი არგუნა.

ყველა ახალი ამბავი
0