ირაკლი მაქაცარია

„ღმერთო, როგორ გაჭაღარავდი...“ რატომ გააკრიტიკეს თაყვანისმცემლებმა ირაკლი მაქაცარია

190
(განახლებულია 18:32 30.06.2020)
სექსუალური ტელესახე რადიკალურად შეიცვალა. მის თმას ჭაღარა ახლა უფრო მეტად ეტყობა. როგორ შეიცვალა ირაკლი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ და რის გამო აკრიტიკებენ ფანები?

ირაკლი მაქაცარია უკრაინელმა თაყვანისმცემლებმა გაჭაღარავებული თმის გამო გააკრიტიკეს. თუმცა მათ რეაქციას სექსუალურმა ტელესახემ ხუმრობით უპასუხა. ექსტრავაგანტული კინოპროდიუსერი ქალებზე ხშირად არ საუბრობს, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაზე. თუმცა მისი ინტერვიუები ყოველთვის მდედრობით სქესთან დაკავშირებული კითხვების თანხლებით მიმდინარეობს, რასაც მაქაცარია გვერდს ვერასდროს აუვლის.

View this post on Instagram

Спортивный или классический?⚡️ #maqatsa #style #georgian

A post shared by Irakli Makatsaria (@maqatsa) on

„33 წლის განმავლობაში სხვადასხვა გარეგნობის, ასაკის, ეროვნების მანდილოსანი მომწონებია და დავრწმუნდი იმაში, რომ არ შეიძლება ქალი ჩარჩოებში მოაქციო და თქვა, რომ მხოლოდ ქერათმიანი გოგო მოგწონს. ყველანაირი გოგოს მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს გრძნობა, ან უბრალოდ სიმპათია“, – აღნიშნავს წარმატებული ტელესახე. მისი თქმით, ვულგარული ქალები არ იზიდავს, მთავარია, სექსუალობა თვალებიდან იგრძნობოდეს და არა მოკლე კაბით.

უკრაინაში მოღვაწე ცეცხლოვანი ბიზნესმენი ქართველმა ტელემაყურებელმა თოქ-შოუ „პრაიმშოუს" წამყვანის ამპლუით გაიცნო. თვითიზოლირებული ვარსკვლავი მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საყვარელ მხარეს ეწვია. მანამ, სანამ „პრაიმშოუს“ გადაღებები დაიწყებოდა, მაქაცარიამ დრო იხელთა და მის სხეულს შოკოლადისფერი რუჯი დაატყო. ვნებიანმა ტელეწამყვანმა დასვენება ბათუმში გადაწყვიტა, სადაც ბავშვობის დაუვიწყარი წლები გაატარა. „პრაიმშოუს“ ინტენსიური გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე დაიწყო. ირაკლი მაქაცარიამ უკანასკნელი ფოტო ქობულეთიდან გამოაქვეყნა. ის ზღვის ღვთაებასაც კი შეადარეს. სოციალურ ქსელში ჩანს, რომ პანდემიის პირობებშიც კი ირაკლი ვარჯიშს არ ივიწყებდა. მეტიც, მან ონლაინ-პლატფორმა შექმნა, რომლის დახმარებით ქალბატონებს არასასურველი კილოგრამების დაკლებაში ეხმარებოდა.

ქართველ მამაკაცებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ქალბატონები მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. კორონავირუსის გავრცელების გამო სახლში დარჩენილი ტელესახე რადიკალურად შეიცვალა. უახლეს ფოტოებზე ირაკლი მაქაცარიას ამოცნობა გაგიჭირდებათ. მისი თაყვანისმცემლები ირაკლის გარეგნობის ცვლილებებს აქტიურად განიხილავენ, აქცენტს კი ტელეწამყვანის ჭაღარა თმაზე აკეთებენ. რამდენიმე თვის წინ ირაკლი მაქაცარიამ წვერი მოუშვა და სამზარეულოში აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა დაიწყო. მისი საქმიანობა უამრავმა ქალმა მოიწონა. ვიდეო-გაკვეთილის კომენტარებში განსაკუთრებულად უკრაინელი მანდილოსნები გააქტიურდნენ, რომლებმაც ირაკლის აჭარული ხაჭაპურის რეცეპტიც ჩაიწერეს.

View this post on Instagram

«Веди себя так, будто ты УЖЕ счастлив, и ты действительно станешь счастливым.» Дейл Карнеги сказал эти слова более ста лет назад. Я поражаюсь, насколько идеально они подходят любому поколению. Прогресс человека зависит не от умения использовать новейшие технологии и гаджеты, но от Умения Принятия правильных решений для себя, определения чёткой картины той жизни, которую он хочет прожить. Нужно задать себе вопрос: «что и для чего мы делаем каждый день? какая наша миссия и цель?»📌 Если вы не можете ответить себе на этот вопрос, формулируя Чёткую и детальную картинку у себя в голове, то тогда не понятна суть самого существования. Но если вы можете это увидеть и визуализировать, то начинайте проживать эту жизнь на полную, потому что она у вас одна!☝🏻 Как думаете, мы управляем нашим мозгом или он нашим?😊 #maqatsa #болинет #georgian

A post shared by Irakli Makatsaria (@maqatsa) on

34 წლის ირაკლი მაქაცარია ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა, უმაღლესი განათლება კი თბილისში, კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მარკეტინგის სპეციალობით მიიღო. მიღებული ცოდნა მაქაცარიამ წარმატებით გამოიყენა სხვადასხვა სფეროში: სამშენებლო და საბანკო ბიზნესში (Bank of Georgia), სარეკლამო და მოდის ინდუსტრიაში. 2013 წელს მან დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, ეს კომპანია პირველი იყო, რომელმაც ბოლივუდთან თანამშრომლობა დაიწყო. უკრაინასთან მაქაცარიას, მრავალ მეგობართან და კინოინდუსტრიაში საქმიან ურთიერთობებთან ერთად, რომანტიკულ შოუ Холостяк 6-ში მონაწილეობაც აკავშირებს. გარდა ამისა, ბიზნესმენს 2017 წელს ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის გამოცდილება აქვს, რომელშიც ფინალამდე მიაღწია.

190
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1909)
Бера Иванишвили

ბერა 6 ენაზე საუბრობს - მუსიკოსი ვიდეოს აქვეყნებს, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

44
(განახლებულია 13:53 15.07.2020)
ალბათ ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ მუსიკოსი ბერა ივანიშვილი პოლიგლოტია და თავისუფლად საუბრობს 6 სხვადასხვა ენაზე

მუსიკოსი ბერა ივანიშვილის ოჯახი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. ბერა თაყვანისცმემლების გაოცებას არ წყვეტს. ამჯერად ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა საზოგადოება ენების ცოდნით გააოცა. TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბერა 6 სხვადასხვა ენაზე თავისუფლად საუბრობს - ინგლისურად, ქართულად, რუსულად, ფრანგულად, პორტუგალიურად და კრეოლურად.

 

ბერაზე არანაკლებ პოპულარული მისი მცირეწლოვანი შვილი - ბერუკაა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

View this post on Instagram

Hi Instagram we missed you ❤️

A post shared by BERA (@beraofficial) on

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა.

 

„ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

44
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1909)
პარკინგი

ზონალურ-საათობრივი პარკირება პეკინზეც ამოქმედდება

28
(განახლებულია 14:27 15.07.2020)
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვის ახალ ეტაპზე გადადის და პროექტში დედაქალაქის ახალი რაიონების ჩართვას გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ ქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტე ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და საბურთალოს რაიონში დანერგვა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 10 სექტემბრიდან ამოქმედდება, მანამდე კი პროექტს მოსახლეობასგააცნობენ.

„10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, რათა მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს პროექტი", - განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, პირველ ყოვლისა მათ, ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს. ამ ქუჩების მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.

ქალაქის მერმა მის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს პროექტის საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანა დაავალა.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდიან და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება", – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

28
თემები:
თბილისის მერია
ტოკიო

ფუკუშიმის შედეგი: პლუტონიუმის ნაწილაკები მთელს იაპონიაშია აღმოჩენილი

0
(განახლებულია 15:33 15.07.2020)
ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქებიდან ცხრა წლის შემდეგ რეაქტორების მასალა მიკროსკოპულ რადიოაქტიულ ნაწილაკებად დაიშალა, ქარმა კი ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმოფანტა. 

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ფუკუშიმა-1-ის ატომური ელექტროსადგურის  ბირთვული საწვავის შემადგენლობაში შემავალი პლუტონიუმის ნაწილაკები, სადაც 2011 წელს კატასტროფა მოხდა, დღემდე გარემოში რჩება, ასკვნიან ექვსი ქვეყნის მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები ჟურნალ Science of the Total Environment-ში არის  გამოქვეყნებული.

ეკოლოგებმა და ქიმიკოსებმა ადრევე აღნიშნეს, რომ მასალა, რომელიც ავარიის შემდეგ ატმოსფეროში, ნიადაგსა და ზღვის წყალში მოხვდა, პლუტონიუმის კვალს შეიცავდა, მაგრამ მისი ფიზიკური, ქიმიური და იზოტოპური ფორმები უცნობი რჩებოდა.

ახლა კი იაპონელი, ფინელი, ფრანგი, შვეიცარიელი, ინგლისელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ პლუტონიუმის ოქსიდების ნანოზომის ჩანართები ცეზიუმით მდიდარ მიკრონაწილაკებს (CsMP) შეიცავს.

ბირთვული საწვავი რეაქტორის შიგნით წვის შემდეგ  სტრუქტურულ ბეტონთან ურთიერთქმედებაში შევიდა. აფეთქების დროს მასალა მიკროსკოპულ რადიოაქტიურ ნაწილაკებად დაიშალა, რომელიც ქარმა მთელ იაპონიაში მიმოფანტა.

აღმოჩნდა, რომ CsMP ძალიან რადიოაქტიურია და ძირითადად ბეტონის სილიციუმის შუშისა და რადიოაქტიური ცეზიუმისგან (სწრაფად აქროლადი დაშლის პროდუქტი) შედგება. ისინი რეაქტორებში საწვავის წვის დროს წარმოიქმნება.

მეცნიერებმა მიკრონაწილაკების ქიმიური შემადგენლობა მოწინავე ანალიტიკური მეთოდების კომბინაციის გამოყენებით შეისწავლეს.

„შედეგები დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ ნანოზომის არაერთგვაროვნება, ჰეტეროგენობა, რომელიც ნორმალური ბირთვული საწვავისთვისაა დამახასიათებელი, საწვავის ნარჩენებში კვლავ არსებობს, რომელიც დაზიანებული რეაქტორების შიგნით რჩება“, — აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა, იაპონიის კიუსიუს უნივერსიტეტის დოქტორმა სატოში უცუნომიამ.

მეცნიერის თქმით, ამ ინფორმაციით შესაძლებელია დაზიანებული რეაქტორის დნობის ხარისხის დადგენა, რაც ენერგეტიკოსებს საშუალებას მისცემს, დროულად გაიყვანონ ისინი ექსპლუატაციიდან და სწორად მიუდგნენ ნარჩენებს.

მკვლევარები აპირებენ, განაგრძონ CsMP-ის მიკრონაწილაკების შესწავლა, რათა უკეთ გაიგონ მათი გრძელვადიანი ქცევა და გარემოზე გავლენა.

შეგახსენებთ: 2011 წლის 11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1–ზე“  აფეთქებების სერია დაფიქსირდა, რაც გაგრილების სისტემის დაზიანებამ გამოიწვია. მთავრობამ მოსახლეობა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 20 კილომეტრიანი ზონიდან გაიყვანა და, ჩერნობილის მსგავსად, საშიშროების მაქსიმალური დონე გამოაცხადა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფუკუშიმას პრეფექტურის დაბინძურებულ ნიადაგს 30 წლის განმავლობაში გაანადგურებდნენ.

0
თემები:
მსოფლიო დღეს