გიორგი გახარია

გახარია: საქართველოს მომავალი შავი ზღვა და მეზღვაურები არიან

121
(განახლებულია 21:15 29.06.2020)
საქართველოში ამჟამად 12 ათასზე მეტი მეზღვაურია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე არიან დასაქმებული.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საპორტო ქალაქ ბათუმში საზეიმოდ აღნიშნეს მეზღვაურის საერთაშორისო დღე, ღონისძიებაში საქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობდა.

შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას გახარიამ განაცხადა, რომ შავი ზღვა და მეზღვაურები – საქართველოს მომავალია. პრემიერის თქმით, ქვეყანა ვერ შეძლებს ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის შესრულებას პროფესიონალი მეზღვაურებისა და ძლიერი და განვითარებული საზღვაო ინფრასტრუქტურის გარეშე. 

„შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი. შავი ზღვა თუ საქართველოს მომავალია, მეზღვაურიც არის მომავლის პროფესია. გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებას ვერ მიაღწევს, თუ საქართველოში მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული არ იქნება.

„იცით, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საგარეო ვაჭრობის 90%-ზე მეტი საზღვაო გადაზიდვებზე მოდის. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ფაქტობრივად, მსოფლიო გაჩერდებოდა. თქვენი კარგად გვესმის და მინდა დღეს, განსაკუთრებით ამ კრიზისში, ეს დღე მოგილოცოთ“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოში ამჟამად 12 ათასზე მეტი მეზღვაურია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე არიან დასაქმებული. პრემიერმა მეზღვაურებს, რომლებიც ახლა შორეულ ნაოსნობაში იმყოფებიან, მშვიდობიანად დაბრუნება უსურვა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობაა დაწყებული. მისი თქმით, აკადემია ღირსეულ კადრებს ამზადებს, რომლებზეც გლობალურ დონეზე დიდი მოთხოვნაა.

მეზღვაურის საერთაშორისო დღე 2010 წელს მანილაში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის – IMO-ს დიპლომატიურ კონფერენციაზე დაწესდა. მსოფლიოში ამ დღეს ყოველწლიურად 25 ივნისს აღნიშნავენ.

121

ბანკზე თავდასხმა და მძევლების აყვანა ზუგდიდში: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

63
  • „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალს უცნობი თავს დაესხმა დღისით. ის შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით
  • შენობასთან ოპერატუიულად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმი
  • ბოროტმოქმედმა დაახლოებით 20 ადამიანი შეიპყრო. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა. ცოტა ხანში მან ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალი გაათავისუფლა
  • ყველა მიმდებარე ქუჩა იყო ბლოკირებული
  • ჟურნალისტები პოლიციის ბარიკადებს მიღმა მუშაობდნენ
  • სპეცოპერაცია გვიან საღამომდე გაგრძელდა
  • მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა
  • სპეცოპერაციის ადგილზე გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკაც
  • თავდამსმხელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ პოლიცია სპეცოპერაციას დაიწყებდა
  • შენობა იყო ალყაში - მთელ ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ
  • განსაკუთრებული ზომების მიღება წარმატებით დასრულდა - რიგი ტელეარხების მონაცემებით, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია
  • მალე ზუგდიდიდან დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ
ოთხშაბათს საქართველოში საშინელი ამბავი გავრცელდა - ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედმა მძევლები აიყვანა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები მოვლენათა ეპიცენტრიდან

თავდამსხმელმა 20-მდე მძევალი აიყვანა, რის შემდეგაც ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა.

ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით. ის იმუქრებოდა მისი აფეთქებით, თუ სამართალდამცავები შენობის შტურმით აღებას გადაწყვეტდნენ. მძევლებს შორის იყვნენ ბანკის თანამშრომლები და კლიენტები.

ადგილზე ოპერატიულად მივიდა ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებებით დასრულდა გვიან საღამოს - როგორც ქართული ტელეარხები იუწყებიან, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.

63
  • „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალს უცნობი თავს დაესხმა დღისით. ის შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით
    © Sputnik / STRINGER

    „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალს უცნობი თავს დაესხმა დღისით. ის შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით

  • შენობასთან ოპერატუიულად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმი
    © Sputnik / STRINGER

    შენობასთან ოპერატუიულად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმი

  • ბოროტმოქმედმა დაახლოებით 20 ადამიანი შეიპყრო. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა. ცოტა ხანში მან ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალი გაათავისუფლა
    © Sputnik / STRINGER

    ბოროტმოქმედმა დაახლოებით 20 ადამიანი შეიპყრო. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა. ცოტა ხანში მან ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალი გაათავისუფლა

  • ყველა მიმდებარე ქუჩა იყო ბლოკირებული
    © Sputnik / STRINGER

    ყველა მიმდებარე ქუჩა იყო ბლოკირებული

  • ჟურნალისტები პოლიციის ბარიკადებს მიღმა მუშაობდნენ
    © Sputnik / STRINGER

    ჟურნალისტები პოლიციის ბარიკადებს მიღმა მუშაობდნენ

  • სპეცოპერაცია გვიან საღამომდე გაგრძელდა
    © Sputnik / STRINGER

    სპეცოპერაცია გვიან საღამომდე გაგრძელდა

  • მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა
    © Sputnik / STRINGER

    მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა

  • სპეცოპერაციის ადგილზე გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკაც
    © Sputnik / STRINGER

    სპეცოპერაციის ადგილზე გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკაც

  • თავდამსმხელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ პოლიცია სპეცოპერაციას დაიწყებდა
    © Sputnik / STRINGER

    თავდამსმხელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ პოლიცია სპეცოპერაციას დაიწყებდა

  • შენობა იყო ალყაში - მთელ ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ
    © Sputnik / STRINGER

    შენობა იყო ალყაში - მთელ ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ

  • განსაკუთრებული ზომების მიღება წარმატებით დასრულდა - რიგი ტელეარხების მონაცემებით, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია
    © Sputnik / STRINGER

    განსაკუთრებული ზომების მიღება წარმატებით დასრულდა - რიგი ტელეარხების მონაცემებით, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია

  • მალე ზუგდიდიდან დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ
    © Sputnik / STRINGER

    მალე ზუგდიდიდან დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ

ზუგდიდი: მიმდინარე მოვლენების მძიმე კადრები - ვიდეო

72
ბოროტმოქმედმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 20-მდე მძევალი აიყვანა, შემდეგ ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრები მოვლენათა ეპიცენტრიდან

წინასწარი ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით. ის აფეთქებით იმუქრება, თუ სამართალდამცავები შტურმით შესვლას ცდიან. მძევლებად მან ბანკის თანამშრომლები და კლიენტები აიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. მიმდინარეობს მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები.

72
სპეცოპერაცია ზუგდიდში

გათავისუფლდა 43 მძევალი, სპეცოპერაცია ზუგდიდში გრძელდება: შსს განცხადებას ავრცელებს

0
(განახლებულია 01:26 22.10.2020)
ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა, აცხადებენ უწყებაში

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდში უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს მთელი დღის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

ზუგდიდი: მიმდინარე მოვლენების მძიმე კადრები - ვიდეო >>

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა, რომელსაც მოთხოვნილი თანხა მიუტანეს, ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად პოლიციის „პიკაპით“ დატოვა. ერთ-ერთი მძევალი, რომელთან ერთადაც შენობა მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავაა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა, გალდავამ მიიტანა.

 

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მიმართულებით გადაადგილდა აღნიშნული ავტომანქანა. მანამდე შენობა გათავისუფლებულმა მძევლებმა დატოვეს.

შსს-ს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა