Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემო იდიოტო...“ – რატი დურგლიშვილის ცხოვრებაში ამერიკაში მცხოვრები ქალბატონი გააქტიურდა

© photo: Rati Durglishvili / FBრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძო კვლავ მარტოა. თუმცა, მის ცხოვრებაში პერიოდულად ჩნდებიან ულამაზესი ქალბატონები. ვინ არის უცნაური კომენტარის ავტორი, რომელიც რატის მოფერებით იდიოტს უწოდებს?

ახალგაზრდა შემსრულებელმა ცხოვრება სასურველ ქალბატონს ვერ დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ რატი დურგლიშვილი ქართველი მსმენელის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შემსრულებელია, დღემდე მარტოა. თუმცა არტისტმა საკუთარი ცხოვრება კარიერას და უზრუნველყოფილ ცხოვრებას მიუძღვნა. რატი დურგლიშვილი ქართულ შოუბიზნესში ყოველთვის სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნეოდა, ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ რჩება.

View this post on Instagram

A post shared by Rati Durglishvili (@ratidurglishvili) on

მას და მაკა ზამბახიძეს წყვილად აღიქვამდნენ მანამ, სანამ დუეტი „ჯორჯია“ დაიშლებოდა. წლების წინ სასურველმა სასიძომ სამსართულიანი სახლი საკუთარი ხელით მოაწყო, მაგრამ ისევ მარტო განაგრძობს ცხოვრებას. მისი სოციალური ქსელის გვერდზე ამერიკაში მცხოვრები სექსუალური ქალბატონი გააქტიურდა. რატის უახლეს სურათზე მისმა კომენტარმაც არ დააყოვნა: „ჩემო იდიოტუნა“, – წერს უცნობი ქალბატონი. რატი დურგლიშვილი ამერიკაში ხშირად მიემგზავრებოდა. მან ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ვიდეოკლიპი შტატებში გადაიღო. ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქალი, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გააქტიურდა.

View this post on Instagram

A post shared by Rati Durglishvili (@ratidurglishvili) on

კორონავირუსის გავრცელების პერიოდში მომღერალმა ფერმერობა დაიწყო. მან ამის ამსახველი სურათები „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა. საქმე ბევრმა თაყვანისმცემელმა მოუწონა. პოსტის კომენტარებში კი საკუთარ რეცეპტებსა და მიწაზე მუშაობის გამოცდილებას უზიარებენ. თვითიზოლაციის პირობებში რატი შეუდარებლად გამოიყურება. ამაში თავადაც დარწმუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ სოლო-კარიერა დროებით შეჩერებულია, ის სახლის პირობებში განაგრძობს შემოქმედებით განვითარებას.

View this post on Instagram

A post shared by Rati Durglishvili (@ratidurglishvili) on

როგორც აღვნიშნეთ, რატი ამერიკას ინტენსიურად სტუმრობდა. ახალი უხილავი მტრის გავრცელების შემდეგ რატი სახლში დარჩა და ახალი ჰობის ძიებაში სოციალურ ქსელსაც დროებით მოწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0