Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბაღი წარმატებით დაამთავრა...“ – ასე გამოიყურება თიკა ფაცაციას უმცროსი ვაჟი

© Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიკა ფაცაციას სამი ვაჟი ჰყავს. მათ შორის უმცროსი სკოლაში წელს მიდის. ნახეთ, როგორ გამოიყურება ცნობილი ტელეწამყვანისა და ბიზნესმენის შვილი.

ტელესახეს სამი ვაჟი ჰყავს. თიკა ფაცაცია ადრეულ ასაკში დაოჯახდა და ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი შექმნა. მისი მეუღლე მასზე წლებით უფროსია და ტელეეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს. ცნობილი სელებრითი აღნიშნავს, რომ მისი მოტივატორი ბიზნესმენი მეუღლე დავით ანთელიძეა. ახლა მისი უმცროსი ვაჟის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა.

View this post on Instagram

💄

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

იოანე ანთელიძე სკოლის მოსწავლე გახდება. ბაღთან დასამშვიდობებლად წასული დედა-შვილი უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებენ. ბაგა-ბაღის სერტიფიკატით დაჯილდოებულ ბიჭუნაზე გაგიჭირდებათ თქმა, რომ მან სულ ცოტა ხნის წინ ბაღი დაასრულა. თიკა სამ ვაჟთან ერთად აქტიურად მოგზაურობდა. მისი სოციალური ქსელი ამბობს, რომ გასულ წლებში არც ერთი სეზონი არ ჩაუგდიათ. ოჯახს განსაკუთრებით საქართველოს მრავალფეროვანი კუთხეების მონახულება ხიბლავს, თუმცა ეს წელი გამონაკლისი აღმოჩნდა. თიკას ყოველდღიურობა მხოლოდ სამსახურს, ახალი გადაცემების გადაღებასა და სახლს უკავშირდება. პანდემიამ ანთელიძეების ოჯახის დღის წესრიგიც რადიკალურად შეცვალა.

View this post on Instagram

ჩემი ლამაზი გოგო და სიმპათიური ბიჭი💝💛

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება ყველას აინტერესებს. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვს. მან სოციალურ ქსელზეც ერთგვარი წამახალისებელი კონტენტი შექმნა, რომელმაც უამრავი ქალბატონი აღაფრთოვანა და გააერთიანა. უმეტესწილად ქალბატონებს ის აინტერესებთ, თუ როგორ ახერხებს თიკა სამი მოუსვენარი ვაჟის, საქმიანი ქმრისა და გადატვირთული გრაფიკის ისე გადანაწილებას, რომ არც ერთს ზიანი არ მიადგეს.

„ბაღი წარმატებით დაამთავრა. ახალი ეტაპი იწყება“, – დაწერა თიკამ საკუთარ მიკრობლოგზე.

ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. აქტიური ტელეწამყვანი 38 წლის ასაკშიც შეუდარებლად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი გადაღებები და გადატვირთული ცხოვრება აქვს, საკუთარი ფორმების შენარჩუნებაზე ზრუნავს. წლებია ვარჯიშით, იოგით არის დაკავებული. თიკა ფაცაცია თანატოლ ქალბატონებს შორის დიდ ინტერესს არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ დახვეწილი საუბრითა და მანერებით იქცევს. მის მიერ გამოქვეყნებული სურათები სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების აღფრთოვანებას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0