Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„8 წლის წინაა გადაღებული“ – როგორ გამოიყურებოდა და რა შეიცვალა ეკა ხოფერიამ გარეგნობაში?

© Photo: Eka Khoperia / FBეკა ხოფერია მიხეილ ხუჯაძე
ეკა ხოფერია მიხეილ ხუჯაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა ხოფერიას შეუდარებელი ტრანსფორმაცია. სახის რომელი ნაწილის პლასტიკურ ოპერაციებს მიმართა ჟურნალისტმა? ნახეთ ტელესახის თვალშისაცემი ცვლილება.

„ღმერთო ჩემო! ეს ფოტო 8 წლის წინაა გადაღებული“, – გაოცებით წერს საკუთარ გვერდზე ეკა ხოფერია. Instagram-ზე გამოქვეყნებულ ძველ ფოტოზე მისი ვაჟი იკა ხუჯაძე და თავად არიან გამოსახული. ფოტო ეკა ხოფერიას ექიმი ქმრის ავტორობისაა და ის 8 წლის წინ გადაიღეს. როგორ გამოიყურებოდა და შეიცვალა თუ არა ეკა ხოფერია წლების შემდეგ? ჟურნალ „სითის“ მთავარი დამფუძნებლის გარეგნობა წლიდან წლამდე არ იცვლება.

აშკარაა, რომ ეკა ხოფერია პლასტიკურ ქირურგიას არ მიმართავს. ყველა აღნიშნავს, რომ სამი შვილის დედა უფრო და უფრო იხვეწება. ეკა ხოფერია ტკივილით იხსენებს პირველ ფეხმძიმობას. მან სოციალურ ქსელში საჯაროდ აღიარა, რომ 100 არასასურველ კილოგრამს იწონიდა. „ის 19 წლის წინ გაჩნდა. აქ დაახლოებით 6 თვისაა... ფოტოები, როდესაც მას მუცელში ვატარებდი, არ არსებობს, ვინაიდან 100 კილო ვიყავი“, – დაწერა ეკა ხოფერიამ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე.

View this post on Instagram

მიშკას ჰალსტუხს არ ვინჩნევთ( გრძელი და სასაცილო ისტორიაა), მაგრამ ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა ჰენესის , მოეშანდონის და რა ვიცი ნამდვილი საოცრებების სამყაროში. აქ იკუშკა უკვე ერთი წლისაა და ჩვენი ერთობლივი პირველი გასვლა. "ჯიდიალკოს" მასპინძლობითა და ჩვენი თიკო დიდავას @tinatindidava ჩართულობით. ჩემთვის ეს პერიოდი , ახლანდელი, თავიდან ბოლომდე სახლურია. ჩემს "სთორებს" თუ ადევნებთ თვალს მიხვდებით, რომ ვარ დალაგება-დახეხვებსა და ძველი ლამაზი ფოტოსურათებია თვალიერებებს შორის. თქვენთან როგორი კონტრასტებია?) ამ ფოტოს კი ვთხოვ მალე მალე დადგეს თავისუფლება და ბედნიერება 💛💛💛

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

პოპულარული ტელეწამყვანი პირველად საკმაოდ პატარა ასაკში დაოჯახდა. მისი თამამი ნაბიჯი უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. პარალელურად ეკა ხოფერია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი იყო და პროფესიულ გამოწვევებს სირთულეების გარეშე უმკლავდებოდა.

View this post on Instagram

Me and my khujiks ) for @citymagazineofficial @kidsgallery.ge photo @anna_kostomarova

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

გამოწვევებთან ერთად  ეკა ახალ მწვერვალებს იპყრობდა. ტელეწამყვანი მეორედ ექიმ მიშა ხუჯაძეზე წლების წინ დაქორწინდა და ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ეკა იხსენებს, რომ ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან.

View this post on Instagram

#aboutlastweek #madrid @ananolevidze

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

ეკა ხოფერია ქალიშვილის საუკეთესო მეგობარია. ანანოს მეგობრები კი ეკას ერთგულები არიან. შესაბამისად, ჟურნალ „სითის“ რედაქტორს თანამედროვეობა განსაკუთრებულად ეტყობა. აღნიშნულ ვიდეოზე კი მისი თავისუფალი მოძრაობები თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრში მოექცა. „კარანტინის დასასრულს“, – ასე დაასათაურა მან ვიდეო.

მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ ტელეკომპანია „იმედში“ ბოლო სამსახური დატოვა, მისი ცხოვრება ახალი გამოწვევების ფონზე განვითარდა. ტელევიზიის გამოჩენილი სახე ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ეკამ ჟურნალის შეფ-რედაქტორობას მოჰკიდა ხელი. მან ჟურნალი „სითი“ დააფუძნა, რომელიც 9 წელია ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს. მორიგი უახლესი სურათი ჟურნალ „სითის“ ახალ ნომერში მოხვდება. ეკა ხოფერია უმცროს ვაჟებთან ერთად პოზირებს. ჟურნალი ფაქტობრივად მის მეოთხე შვილად იქცა. პატარა „ხუჯიკებზე“ ფეხმძიმობის დროს გაჩენილმა იდეამ ძალიან მალე იპოვა საკუთარი ადგილი ქართულ ბაზარზე.

47 წლის პოპულარული ჟურნალისტი თანამედროვეობას თვალს უსწორებს და სოციალურ ქსელში მიკრობლოგს უფრო ააქტიურებს. ყველასათვის საყვარელ ეკა ხოფერიას სამი შვილი ჰყავს. როგორც თავად ჰყვებოდა, ტელევიზიაში მუშაობისას ბავშვებთან ხშირად კომუნიკაციას ვერ ამყარებდა, რის გამო ძალიან ღელავდა. ახლა ტელეწამყვანს ახალი პროფესია აქვს. გამოცდილმა ჟურნალისტმა ახალი გამოწვევა რამდენიმე წლის წინ მიიღო, როცა ბომონდური ჟურნალის „სითის“ მთავარი რედაქტორი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0