კორონავირუსი საქართველოში: რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია გასულ დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი, შესაბამისად ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 785 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2819, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 230 პაციენტია.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 924-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი, შესაბამისად ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 785 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2819, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 230 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0