მზარეული

ვინ შეუდგენს მენიუს ჯარისკაცებს: თავდაცვის ძალებში შეფ-მზარეულების გადამზადება იწყება

273
(განახლებულია 18:34 27.06.2020)
უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი მზარეულები 44 დღის განმავლობაში  ჩაუტარებენ

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. თავდაცვის ძალებში 1 ივლისს შეფ-მზარეულების გადამზადების პროექტი იწყება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ინიციატივა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

„პროექტის შედეგად ქართველი სამხედროების მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდება და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი კვების ხარისხი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად, 1 ივლისს წეროვანში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში ოფიციალურად დაიწყება.

სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი მზარეულები ჩაუტარებენ. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები 44 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მონაწილეები ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებაზეც იმუშავებენ და მენიუს ახალ კერძებს შემატებენ. პირველ ეტაპზე მომზადებას 30 მზარეული გაივლის, რის შემდეგაც მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.

ვინ გახდა ახალი „მასტერ-შეფი“ - კულინარიულ შოუზე გამარჯვებული გამოვლინდა >>

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე მზარეულები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებენ, პროცესის მონიტორინგს კი საქართველოს კულინართა ფედერაციიდან 4 დარგის სპეციალისტი ჩაატარებს.

 

273
თემები:
საქართველოს თავდაცვა (98)
ევა ბარბაქაძე

ევა ბარბაქაძე ყაზბეგის მთებში საცურაო კოსტიუმში პოზირებს - პიკანტური ფოტო

28
(განახლებულია 15:26 29.09.2020)
მსახიობის ერთადერთმა ქალიშვილმა უნივერსიტეტის დაწყებამდე მდიდრული დასვენება მოიწყო. ევა ყაზბეგში ცეცხლოვანი საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა. როგორ გამოიყურება წონაში მომატებული გოგონა?

მსახიობის ქალიშვილმა დასვენება მთებში გადაწყვიტა. მანამდე კი, ზღვისპირა ქალაქში შეყვარებულთან ერთად ეწვია. ულამაზესმა გოგონამ მთიდან გადაღებული რამდენიმე ფოტოკადრი გამოაქვეყნა. ევა ერთ-ერთ ლამაზ სასტუმროში საურაო კოსტიუმში პოზირებს. აღსანიშნავია, რომ გოგონამ წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა კილოგრამები მისთვის არაფერს აღნიშნავს. ევა კვლავ შეუდარებლად და უფრო მომხიბლავად გამოიყურება. უახლესი ფოტოები გოგონას ოფიციალური გვერდიდანაა. 

View this post on Instagram

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

პოპულარული დედა-შვილის გარშემო სკანდალური ჭორები არ წყდება. შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.

View this post on Instagram

😜

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მტკივნეული ცხოვრებისეული გამოცდილების გამო, შორენამ ახალი გადაცემა წამოიწყო. „შორენას ეფექტი“- ასე ჰქვია მის თოქ-შოუს, რომელიც ამ კვირაში გავა ეთერში. მსახიობი და ტელეწამყვანი სხვადასხვა პრობლემის მქონე გოგონებს საკუთარი თავის ახლბურად აღმოჩენაში დაეხმარება.

View this post on Instagram

💙

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

ბოლო პერიოდის მანძილზე დედა-შვილს  სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა – სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა. მას უკვე 82 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

View this post on Instagram

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

დედასთან შედარებით თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა. ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა.

28
თემები:
სელებრითების ცხოვრება
რთველი

რთველი 2020: მევენახეებმა 207 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

26
(განახლებულია 14:31 29.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა

 

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 207 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული.

29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა „რქაწითელი“, 52 ათასი ტონა „საფერავი“, 3,6 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.



26
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა