ნიკა გვარამია - რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი

„შაქარაშვილი მოკლეს....“ ნიკა გვარამია ახალ სკანდალს აანონსებს

4887
(განახლებულია 17:18 08.07.2020)
„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში ახალი სკანდალი დააანონსა, რომლის მიხედვითაც, მისთვის ცნობილია, ვინ მოკლა 19 წლის ფეხბურთელი

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

ნიკა გვარამიას თქმით, შაქარაშვილი მოკლეს თბილისიდან ჩასულმა, სრულწლოვანმა დამნაშავეებმა, რომლებსაც ქურდული მენტალობა და გავლენები აქვთ.

მოგვიანებით კი არხის გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში ახალი სკანდალი დააანონსა.

„ნახალოვკელების (სპორტსმენების) დაჯგუფება: ვინ არიან, რას საქმიანობენ, ვინ ხელმძღვანელობს, ვინ მფარველობს და რა გავლენები აქვთ. გაიგებთ მთავარში, ცხრაზე“ – წერს გვარამია.

23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე შსს-მ 17 პირი დააკავა.

4887
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (33)
Бера Иванишвили

ბერა 6 ენაზე საუბრობს - მუსიკოსი ვიდეოს აქვეყნებს, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

10
(განახლებულია 13:53 15.07.2020)
ალბათ ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ მუსიკოსი ბერა ივანიშვილი პოლიგლოტია და თავისუფლად საუბრობს 6 სხვადასხვა ენაზე

მუსიკოსი ბერა ივანიშვილის ოჯახი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. ბერა თაყვანისცმემლების გაოცებას არ წყვეტს. ამჯერად ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა საზოგადოება ენების ცოდნით გააოცა. TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბერა 6 სხვადასხვა ენაზე თავისუფლად საუბრობს - ინგლისურად, ქართულად, რუსულად, ფრანგულად, პორტუგალიურად და კრეოლურად.

 

ბერაზე არანაკლებ პოპულარული მისი მცირეწლოვანი შვილი - ბერუკაა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

View this post on Instagram

Hi Instagram we missed you ❤️

A post shared by BERA (@beraofficial) on

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა.

 

„ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

10
თემები:
სელებრითების ცხოვრება
პარკინგი

ზონალურ-საათობრივი პარკირება პეკინზეც ამოქმედდება

16
(განახლებულია 14:27 15.07.2020)
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვის ახალ ეტაპზე გადადის და პროექტში დედაქალაქის ახალი რაიონების ჩართვას გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ ქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტე ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და საბურთალოს რაიონში დანერგვა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 10 სექტემბრიდან ამოქმედდება, მანამდე კი პროექტს მოსახლეობასგააცნობენ.

„10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, რათა მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს პროექტი", - განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, პირველ ყოვლისა მათ, ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს. ამ ქუჩების მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.

ქალაქის მერმა მის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს პროექტის საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანა დაავალა.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდიან და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება", – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

16
თემები:
თბილისის მერია