ია ფარულავას გამაოგნებელი ცვლილება - როგორ გამოიყურება სკანდალური მსახიობი უმაკიაჟოდ?

3438
(განახლებულია 16:18 26.06.2020)
ია ფარულავა აქამდე უცნობ სურათს აქვეყნებს. თამამმა მსახიობმა სურათი ისეთი რაკურსით გადაიღო, რომ თაყვანისმცემლებმა ვერ იცნეს. როგორ გამოიყურება 53 წლის „ანტიეიჯ“ კლინიკის სახე?

ექსტრავაგანტული და ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი მსახიობი გარეგნობის ცვლილებებს არ უშინდება. მისი ცხოვრების აქტუალური კითხვაა თუ როგორ უვლის საკუთარ კანსა და თავს. ია ფარულავა მუდამ გენეტიკას ასახელებს. მისი თქმით ინიექციებს ხშირად იკეთებს, თუმცა პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს. საქართველოში ია ფარულავა სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. თუმცა მის ქმედებებს უამრავი ადამიანი აკრიტიკებს.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

ხოლო წლების წინ მისი თამამი ნაბიჯები საზოგადოების შოკს იწვევდა. გახმაურებული კინოფილმის შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ყველას ახსოვს ის ცნობილი კინოკადრი ფილმიდან „სიყვარული ვენახში“. უახლესი „სთორით“ თითქოს იამ ფილმის ეპიზოდი გააცოცხლა. „ძუძუ=რეიტინგი“ – ამ წარწერით ექსტრავაგანტული სურათი მსახიობმა საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა. მორიგი სკანდალური მოქმედებით ფარულავამ კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. როგორც ჩანს, მკერდის პირველად გამოჩენიდან დღემდე არაფერი შეცვლილა - ქალის მკერდი ისევ რეიტინგულია. თუმცა, იას მკერდის გარდა, მისი ბუნებრივი სილამაზეც დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ნახეთ, როგორ გამოიყურება მსახიობი გრიმის გარეშე...

ია ფარულავას ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შოუ „ფარული კონვერტი“ მიჰყავს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოების ნაწილი ელოდა, რომ ის უარს იტყოდა „რუსთავი 2“-ის ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობაზე და არხს დატოვებდა, თუმცა იამ მაშინ განმარტა, რომ ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ ახლად დაფუძნებული „მთავარი არხიდან“ არანაირი შემოთავაზება არ მიუღია, შესაბამისად, „რუსთავი 2“-ში დარჩენა გადაწყვიტა.

View this post on Instagram

#teddybearlove #makeup #lovelygirl #ageless

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი. ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარი დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ.

3438
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1902)
თბილისი

კუნძული მსოფლიოს Covid-რუკაზე: ავსტრიული გამოცემა საქართველოს ბრძოლაზე წერს

22
საქართველომ დაამტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდარია, წერს გამოცემა

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა – ORF Nachrichten სტატიას აქვეყნებს საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის შესახებ.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელიც „მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებით გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა“.

„ქვეყანა 3,7 მილიონი მოსახლეობით მდებარეობს თურქეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ასევე ესაზღვრება სომხეთსა და აზერბაიჯანს. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე თურქეთში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მოსახლეობაში ზოგჯერ ათჯერ მაღალია“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული მოქმედებების შედეგად საქართველომ ყურადღება მიიპყრო რამდენიმე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის და ანალიტიკური ცენტრის (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრების), რომლებიც ზედმიწევნით სწავლობდნენ საქართველოს მაგალითს.

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) Covid-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდარია“, – ნათქვამია სტატიაში.

მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტური ნაბიჯების გარდა, ე.წ. სამმა მუშკეტერმა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მისმა მოადგილემ პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, სტატიაში ნათქვამია, რომ მკაცრად კონტროლდებოდა შეზღუდვების დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი ცალკეულ პირებს, ასევე კომპანიებს დიდი ოდენობის ჯარიმები დაეკისრა.

ამავე კონტექსტში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის მოსაწონი არ იყო მოსახლეობისთვის, თუმცა მისი დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა. სტატიაში აგრეთვე ნახსენებია „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია”, რომელიც აგრძელებდა ღვთისმსახურებას.

საქართველო სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს >>

სტატიის დასასრულს ავტორი უამბობს მკითხველს, რომ საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის საჰაერო საზღვრების გახსნას აპირებდა, თუმცა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ამ თარიღმა ივლისის ბოლოსთვის გადაიწია.

22
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ამირან გამყრელიძე

COVID-19 საქართველოში: ყველა ახალი შემთხვევა შემოტანილია

203
(განახლებულია 15:22 12.07.2020)
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირებულ პირებს შორის ხშირად არიან ტრაილერების მძღოლები, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ხუთივე პაციენტი კარანტინში იმყოფებოდა. ზოგიერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, რამდენიმეს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

„ამჯერად ახალ შემთხვევებს შორის არც ერთი არ არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განმარტა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, მისი თქმით, განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„გვაქვს ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები. უმრავლესობა არის იმპორტირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხშირად ინფიცირებულები არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც გადაზიდვებს ახორციელებენ “ , – აღნიშნა გამყრელიძემ.

ბრძოლა კორონავირუსთან: საქართველოს მოქალაქეები მთავრობის მუშაობით კმაყოფილები არიან >>

12 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 986-მდე გაიზარდა.

 

203
თემები:
COVID-19 საქართველოში