დავიცვათ მომხმარებელი არაგონივრულად მაღალი ფასებისგან – კომუნიკაციების კომისიის რეგულაცია

CC0 / Pixabay / მობილური ტელეფონები
მობილური ტელეფონები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, უწყებამ ეს გადაწყვეტილება მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. „მაგთიკომი", „სილქნეტი" და „ვიონი საქართველო" მობილურ მომსახურებებზე ტარიფებს კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე ვეღარ გააძვირებენ. იუწყება კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

უწყების ცნობით, ეს ახალი რეგულაცია ეხება როგორც მობილურ ხმოვან და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

„კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ახალი რეგულაცია იქნება გარანტი იმისა, რომ არსებული შეთავაზებები შენარჩუნდეს და მომხმარებელი არაგონივრულად მაღალი ფასებისგან დაიცვას", – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომისიაში აღნიშნავენ, რომ კომუნიკაციების კომისიამ უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისა და სატარიფო ზეწოლისგან დაცვის მიზნით, „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგად" მიიღო.

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის და NCDC-ს ცხელი ხაზი მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებისთვის უფასო გახდა

კვლევის ფარგლებში კომისიამ საცალო სეგმენტზე „მაგთიკომის", „სილქნეტის" და „ვიონი საქართველოს" არსებული შეთავაზებები შეისწავლა და დეტალური ანალიზი ჩაატარა მობილური მომსახურებების ბაზარზე აბონენტების საჭიროებების შესახებ.

„კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზარზე არსებული შეთავაზებები, განსაკუთრებით ხმოვანი მომსახურებების ნაწილში, არასაკმარისად დივერსიფიცირებულია აბონენტების მოთხოვნილების საპასუხოდ. შესაბამისად, აბონენტი ხშირად იძულებულია შეიძინოს მომსახურების კომბინირებული პაკეტი ისე, რომ ამ პაკეტის სრულ რესურსს არ იყენებს", – აღნიშნავენ კომისიაში.

მობილურ ოპერატორებს შორის ბაზრის ლიდერია კომპანია Magticom. მეორე ადგილს იკავებს კომპანია Silknet, რომელმაც 2018 წელს Telia Company-ს და Turkcel-სგან სიდიდით მეორე ბრენდი „ჯეოსელი" შეიძინა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შედეგად მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას – კომისიის თანხმობის გარეშე შეცვალონ მომსახურების ტარიფები.

ყველა ახალი ამბავი
0