Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლიზა ბაგრატიონმა ერთადერთი ვაჟი პირველად გამოაჩინა – ვინ არის და როგორ გამოიყურება ბიჭი?

© FB / Sky Barლიზა ბაგრატიონი
ლიზა ბაგრატიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალმა ლიზა ბაგრატიონმა ერთადერთი შვილი 25 წლის წინ მეორე ქმრისგან გააჩინა. ლიზა ბაგრატიონს პირადი ცხოვრების საჯაროდ განხილვა არ უყვარს, შესაბამისად, მისი ვაჟის შესახებ ცნობები პირველად გავრცელდა. რას საქმიანობს იკაკო სინაურიძე?

ცნობილი მომღერლისა და გინეკოლოგის ვაჟი ექიმ მამას ძალიან ჰგავს. პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ კომპანია „ბადაგონის“ სახემ ცხოვრება თბილისში განთქმულ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეს დაუკავშირა. ლიზა ბაგრატიონის ცხოვრება ეპატაჟურია. ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი მუდამ სიყვარულისა და ბედნიერების ძიებაშია.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ზაზა სინაურიძე ბაგრატიონების სიძე გახდა, ცნობადობის პიკს მიაღწია. სინაურიძესთან იმშობიარეს მომღერალმა ლელა წურწუმიამ, ექს-პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა და სხვა ცნობილმა სახეებმა, რაც, ცხადია, ყოველთვის ყვითელი ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზეც ხვდებოდა. ლიზა და ზაზა ერთ-ერთ ყველაზე კომუნიკაბელურ წყვილად მიაჩნდათ, რადგან ვარსკვლავური ჟურნალების გარეკანებსა და გვერდებზე მათი ერთობლივი ინტერვიუები ინტენსიურად იბეჭდებოდა.

პირველად ლიზა ბაგრატიონი ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა. მისი პირველი რჩეული ტელესივრცეში მომუშავე გიორგი ლეონიძე იყო. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. ლიზამ დაუვიწყარი და თავბრუდამხვევი სიყვარული სწორედ ზაზასთან დაოჯახების შემდეგ იგრძნო. მათ 19 წლის შვილი ჰყავთ. ეს ლიზას ერთადერთი ვაჟია. ბიჭს ირაკლი დაარქვეს. წლების შემდეგ გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე დაოჯახდა, ხოლო ლიზა სიყვარულს კიდევ დიდხანს ეძებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავს ბევრისთვის მიუღებელი პირადი ცხოვრება აქვს და მასზე ჭორ-მართალი ხშირად ვრცელდება, ამან იკაკოს და ლიზას ურთიერთობა არ დაძაბა. პირიქით, როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთგული მეგობრები არიან. სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ იკაკო სინაურიძე დედასთან ერთად კომპანია „ბადაგონში“ მუშაობს. მანამდე ბიჭმა, რომელიც ახლა 25 წლისაა, ინგლისი მოიარა და კემბრიჯის უძველეს უნივერსიტეტში ჩააბარა.

იკაკო, მუსიკოსი დედის მსგავსად, სხვადასხვა ვარსკვლავური მუსიკალური ჯგუფით თუ ბენდით არის გატაცებული. როგორც ჩანს, მასში მუსიკისადმი სიყვარული არტისტმა დედამ გააღვივა.

ლიზა ბაგრატიონის ახლანდელი რჩეული 34 წლის მუსიკოსი გიორგი ცაგარელია, რომელიც საზოგადოებამ სწორედ ლიზასთან ურთიერთობის შემდეგ გაიცნო.

ყველა ახალი ამბავი
0