Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სოფო ნიჟარაძის ფოტო ამერიკიდან – როგორ შეიცვალა მომღერალი ქალიშვილის გაჩენის შემდეგ?

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშობიარობის შემდეგ გამოქვეყნებული პირველი ფოტო, რომელზეც მომღერალმა სახე გამოაჩინა. ნახეთ, როგორ გამოიყურება არტისტი მშობიარობის შემდეგ. უახლეს სურათს სოფო ამერიკიდან საკუთარ Instagram-ზე აქვეყნებს.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ სოფო ნიჟარაძე ყოველგვარი შეფარვის გარეშე გამოჩნდა. მანამდე ცნობილი მომღერალი ისეთ სურათებს აქვეყნებდა, რომელზეც სახე არ უჩანდა ან ზურგით იდგა. ახლა კი, მშობიარობისა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმში დაბრუნების შემდეგ, მომღერალი ამერიკაში გადაღებულ სურათს აქვეყნებს. მშობიარობა და ქალიშვილის შეძენა სოფო ნიჟარაძეს განსაკუთრებულად მოუხდა. მისი მშვენიერი სახე მეტად ბრწყინავს. მან შვილი საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცისგან ამერიკაში 34 წლის ასაკში გააჩინა. ირკვევა, რომ სოფო დაახლოებით დეკემბრის თვეში გაემგზავრა ამერიკაში საყვარელ მამაკაცთან, და იქ 2 ივნისს ქვეყნად პატარა გოგონა ელის-მარია მოავლინა. ყველამ კარგად იცის, რომ სოფო ნიჟარაძე კარიერის დასაწყისიდან დღემდე პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც მასზე დამაინტრიგებელი და გახმაურებული ჭორები ვრცელდებოდა.

View this post on Instagram

#beforequarantine

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

ამ ბოლო დროს მის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებული ფოტო თუ ვიდეო განხილვის საგნად ორჯერ იქცა, ვინაიდან მომღერალმა საკუთარი ფეხმძიმობისა და ქვეყნის დატოვების შესახებ მხოლოდ ახლობლებს გაუმხილა. ბავშვის სახელის გარდა, დღემდე სხვა დეტალების მოძიება რთულია. სოფო ნიჟარაძემ ქალიშვილს ელის-მარია დაარქვა. არტისტმა მეორე ნახევართან გამგზავრება პანდემიის დაწყებამდე მოასწრო. მანამდეც და გამგზავრების შემდეგაც ცნობილი სახე სოციალურ ქსელში ძველებურად არ აქტიურობდა, რათა მისი წამოზრდილი მუცელი არავის დაეფიქსირებინა. ზამთრის ფოტოსესიებზე სოფო მუცელს სხვადასხვა აქსესუარებითა თუ რამდენიმე ზომით დიდი ქურთუკებით მალავდა. ამას თავადაც შეატყობთ, საკმარისია მის ოფიციალურ გვერდს თვალი გადაავლოთ. მას დღემდე არ გაუკეთებია განცხადება. ყველას ძველებურად აინტერესებს, ვინ არის სოფოს რჩეული მამაკაცი.

სოფო ნიჟარაძის დედა სულ რამდენიმე კვირის წინ ბებია მეორედ გახდა. ცნობილმა მომღერალმა ფეხმძიმობა საგულდაგულოდ დამალა, ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ იეჭვა. მასმედიაში სოფო ნიჟარაძის უკანასკნელი ინტერვიუც გავრცელდა, სადაც მომღერალი მუცლის დამალვას ცდილობს. „მთავარი არხის“ დილის ერთ-ერთი გადაცემა სოფოს სახლში ეწვია, სადაც მან საკუთარი დილის რუტინა საზოგადოებას გააცნო. აქ მომღერალი ორი თვის ფეხმძიმე იყო, თუმცა ეს ვერავინ შენიშნა. ყველა მოუთმენლად ელის სოფოს პირველი ქალიშვილის სურათებს, თუმცა ამაოდ.

View this post on Instagram

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

მომღერლის პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ, ის კი კვლავინდებურად დუმს. სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია (ნიჭიერთა ათწლედი). შესრულებული აქვს ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში საქართველო წარადგინა ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით Shine, მაშინ ქულათა საერთო ჯამით მე-9 ადგილზე გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0