ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

„უსასრულოდ მიყვარხარ“ ნანუკა გუდავაძისა და ბერუკას მორიგი ვარსკვლავური გამოჩენა

782
(განახლებულია 21:52 25.06.2020)
ასეთი დედა-შვილი აქამდე არ გინახავთ. ხმაურიანი განხილვს შემდეგ "ფოლოვერები" ერთ აზრზე შეჯერდნენ. ნახეთ, როგორ ჰგავს პატარა ბიჭი ბლოგერ დედას.

ბერუკა ივანიშვილი მშობლებზე პოპულარული გახდა. ოჯახის ერთობლივ ულამაზეს კადრებს უამრავი პოზიტიური გამოხმაურება მოსდევს. წყვილი ორიგინალურობით გამოირჩევა და გავრცელებულ ვიდეოებში რვა თვის ვაჟი მთავარი გმირია. როგორც ჩანს, ბერა საკმაოდ მზრუნველი მამაა. წყვილი საინტერესო კონტენტის შექმნას ცდილობს. ბერა ივანიშვილი ვაჟის განვითარებაზე უკვე სერიოზულად ფიქრობს – მამამ პატარა ბერუკას მუსიკა შეაყვარა. ახალგაზრდა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა ვაჟთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი როიალზე უკრავენ. „ჩემი მომავალი პიანისტი, მის თითებს დააკვირდით“, – წერდა ახალბედა მამა. ბერამ შვილს უკვე „იავნანაც“ დაუწერა და ვიდეო, სადაც ამ მუსიკაზე ბერუკა იძინებს, სოციალურ ქსელში განათავსა.

View this post on Instagram

I love you for infinity ❤️

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა).

View this post on Instagram

💙5 months🍯

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან. ბიჭუნას სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდნენ, მანამ, სანამ ბერუკა არ მონათლეს. გაქრისტიანების შემდეგ უამრავი ადამიანი კამათობდა, თუ ვის ჰგავს ბერუკა. მაგრამ უკანასკნელ სურათზე ნანუკა გუდავაძემ გაიმარჯვა. თავად შეაფასეთ, ჰგავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის შვილიშვილი უფრო დედას, ვიდრე მუსიკოს მამას.

View this post on Instagram

With my boys 🥰

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ახალბედა დედა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა ახლა აქტიურობას მოუმატა და ქმართან ერთად მისაბაძ კონტენტს ქმნის. ნათლობის შემდეგ წყვილი ბერუკას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ასეთ დროს სოციალური ქსელის მომხმარებლების ძირითადი განსახილველი თემაა – ვის ჰგავს პატარა.

View this post on Instagram

Daisy Dreams 🌼

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ბერა ივანიშვილის მეუღლე ყოფილი მოდელი და ამჟამად მოდის ბლოგერია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნება მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. რაც შეეხება ანის, ფოტოებიდან ირკვევა, რომ დაქორწინებულია. ბერას და ნანუკას ქორწილში ანი ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს.

782
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1898)
რთველი კახეთში

გარანტიები მევენახეებისთვის, ანუ სოლიდარობა სუბსიდირების სახით

3
(განახლებულია 09:36 10.07.2020)
სახელმწიფო ქართველ მევენახეებს 60 მლნ ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოუყოფს და თუ საჭირო გახდება, ყურძნის შესყიდვაშიც ჩაერთვება

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ქართველი მევენახეებისთვის შეიქმნა გარანტიები, რომ მათი საქმიანობა დაფასდეს და მათ შეძლონ 2020 წლის სეზონის ნაკლებად მძიმედ გადატანა, განაცხადა ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერმა მევენახეებს მიმართა - სახელმწიფო არ დაგივიწყებთ>>

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალდება. საქართველოდან ღვინის მიწოდება ბოლო წლებში პირველად შემცირდა: „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ღვინის ექსპორტი 11,3%–ით დაეცა.

მინისტრის განცხადებით, მსხვილი კომპანიები, რომლებიც ერთ ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ გადამუშავებას შეძლებენ, სახელმწიფოსგან ერთ კილოგრამზე 30 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ, თუ მათი ფასი მინიმუმ 80 თეთრი იქნება. სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამუშაო პროცესს, რათა მევენახეებმა და ფერმერებმა რიგებისა და პრობლემების გარეშე ჩააბარონ თავიანთი პროდუქცია.

„ის, რომ ჩვენ ასეთი გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე-ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა, რადგან ეს არის ქართველი გადასახადების გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხები. ანუ ეს არის სოლიდარობა მევენახე-ფერმერებისთვის, რათა მათი საქმიანობა წელს დაფასდეს და 2020-ის სეზონი ნაკლებად მძიმედ გაიარონ“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს.

პრემიერის თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ყურძნის მოსავლის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება.

გასულ წელს საქართველოში 271 ტონა ყურძენი მოიკრიფა.

3
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 10 ივლისს

39
(განახლებულია 08:24 10.07.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და შინდისის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, სოფელი ახალდაბას, აბაშიძის, რიგის, თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ღვინის ჩიხის, კოტე აბხაზის, ლესელიძის, ტყავის, იერუსალიმის, გრიგოლ ხანძთელის, თუმანიანის, თორეთის და აბოვიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აბხაზის, დიუმას, პუშკინის და კალისტრატე ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ჩოლოყაშვილის I კვატრტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, არტურ ლაისტის და მეგობრობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, სამგორის დასახლების, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კარალეთის, ბოხუას, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

39
თემები:
თბილისი დღეს